აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე
აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე (აზერ. Müstəqilliyin Bərpası Günü ) აზერბაიჯანის მთავარი სახელმწიფო დღესასწაულია. ეს თარიღი 18 ოქტომბერს ყოველწლიურად აღინიშნება[1].
დამოუკიდებლობის დღე | |
ასევე | დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე |
---|---|
აღნიშნავენ | აზერბაიჯანელები აზერბაიჯანი |
თარიღი | 18 ოქტომბერი, 1991 |
ზეიმობა | ფეირვერკები, კონცერტები |
დაკავშირებულია | აზერბაიჯანის უმაღლესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია. |
დღესასწაულის ისტორია
რედაქტირება1991 წლის 30 აგვისტოს აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე მიღებულ იქნა რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია. იმავდროულად მიღებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ“.
1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანის უმაღლესმა საბჭომ 30 აგვისტოს მიღებული დადგენილების საფუძველზე მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ კონსტიტუციური აქტი და დააფუძნა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო, პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურის საფუძვლები[2].
აზერბაიჯანის საფოსტო მარკები
-
დამოუკიდებლობის 5 წლისთავი
-
დამოუკიდებლობის 15 წლისთავი
-
დამოუკიდებლობის 20 წლისთავი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Independence Day of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-16. ციტირების თარიღი: 2018-06-10.
- ↑ Milli Məclisin tarixi - meclis.gov.az