რესპუბლიკის დღე (აზერბაიჯანი)

რესპუბლიკის დღე (აზერ. Respublika günü) — აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს მიერ. ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსლიმურ აღმოსავლეთში. აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებელი იყო მამედ ემინ რასულზადე. 1990 წლიდან 28 მაისი აზერბაიჯანში აღინიშნება, როგორც ეროვნული დღესასწაული[1][2].

მამედ ემინ რასულზადე ადრ-ის დამფუძნებელი

რესპუბლიკის დღის ისტორია რედაქტირება

 
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დროშა

1917 წელს  რუსეთის იმპერიაში მომხდარი თებერვლის რევოლუციის შედეგად მეფის ერთმმართველობა დაემხო. ქვეყანაში დაიწყო ცარიზმის მიერ შექმნილი გაუსაძლისი მდგომარეობის წინააღმდეგ ხალხთა ეროვნული მოძრაობა.1918 წლის 28 მაისს შეიქმნა აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა, რომელმაც იარსება 1920 წლამდე. ეს იყო პირველი მუსლიმური აღმოსავლეთის დემოკრატიული სახელმწიფო[2].

ადრ იყო პირველი რესპუბლიკა მუსლიმურ ქვეყნებს შორის, რომელმაც მიანიჭა ქალებს თანაბარი პოლიტიკური უფლებები. პირველი სახელმწიფო, რომელმაც ოფიციალურად აღიარა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა ოსმალეთის იმპერია იყო.

 
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დროშა

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა წითელი ფერის იყო. აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაძაბულ და რთულ სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციაში შეძლო არსებობა მხოლოდ 23 თვის განმავლობაში. 1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა კავშირი შეიჭრა აზერბაიჯანში. 1991 წელს საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანმა კვლავ დამოუკიდებლობა გამოაცხადა[3].

1990 წლიდან რესპუბლიკის დღე აღინიშნება, როგორც სახელმწიფო დამოუკიდებლობის  აღდგენის და სახელმწიფო დღესასწაულის დღე[2].

დამოუკიდებლობის დეკლარაცია რედაქტირება

1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა ტიფლისში, მეფის ნაცვლის სასახლეში. აქ ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანი მეზობელ ქვეყნებთან და ხალხებთან მეგობრულ ურთიერთობებს ატარებდა, აზერბაიჯანულმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თანაბარი უფლებებით უზრუნველყო ყველა - განურჩევლად ეროვნული კუთვნილებისა, რელიგიისა, კლასისა და გენდერისა[4].

 
დამოუკიდებლობის დეკლარაცია აზერბაიჯანულ ენაზე (არაბული დამწერლობა)

ხსოვნა რედაქტირება

  • ამ დღის პატივსაცემად ბაქოს მეტროილიტენის ერთ-ერთი სადგურია „28 მაისი“.
  • მეფისნაცვლის ყოფილი სასახლის დარბაზში, თბილისში, სადაც გამოაცხადეს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, არის მემორიალური დაფა აზერბაიჯანულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  • ბაქოში ისტიგლალიათის (დამოუკიდებლობის ) ქუჩაზე დამონტაჟებულია სტელა დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტით
  • 2008 წელს რესპუბლიკის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოიცა.
  • ამ დღის პატივსაცემად ბაქოში არის 28 მაისის ქუჩა

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება