აზერბაიჯანის გეოლოგიის მუზეუმი
აზერბაიჯანის გეოლოგიის მუზეუმი — მდებარეობს აზერბაიჯანში. მუზეუმის ძირითად საქმიანობას კლდეების, მინერალებისა და მადნეულის ნიმუშების შესწავლა და ქვეყნის მინერალებისა და ნედლეულის ბაზის საფუძველზე დახასიათება წარმოადგენს.[1]
ისტორა
რედაქტირებამუზეუმი 1969 წელს დაარსდა. 1982 წელს აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით მას „აზერბაიჯანის გეოლოგიის მუზეუმი“ ეწოდა.[1]
2008 წლის 21 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტროს საქმიანობის გასაუმჯობესებლად საპრეზიდენტო სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი აზერბაიჯანული მანათის გამოყოფის შესახებ.[2] ბრძანების შესაბამისად მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და სტრუქტურა თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამისად განახლდა. მუზეუმს 639 მ² ფართობი უკავია. განაზლებული მუზეუმი 2010 წლის 25 დეკემბერს გაიხსნა.[3]
ექსპოზიცია
რედაქტირებამუზეუმის საგამოფენო დერეფანში 500-ზე მეტი მადნეული, არა-მადნეული, სამშენებლო მასალა, მოსაჩუქურთმებელი და მოსაპირკეთებელი ქვის, ბუნებრივი ქვების, მინერალური, პალეონტოლოგიური ნიმუშები, აზერბაიჯანისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების მინერალური რესურსების გეოლოგიური რუკები, ალბომები და ბუკლეტებია გამოფენილი.მუზეუმში 6 განყოფილებაა.[1]
2016-2017 წლებში სამუზეუმო ფონდში 15 ექსპონატი, მათ შორის კვარცის მინერალები და დეკორატიული ქვები შევიდა. ექსპონატები დაშქესანისა და ხირზის რეგიონებში, ასევე მცირე კავკასიონისა და კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოიპოვეს. კვარცის ნიმუში ზაქათალის რეგიონში აღმოაჩინეს.[4]
რეგიონული გეოლოგია
რედაქტირებარეგიონული გეოგრაფიის სექციააში წარმოდგენილია სტრატიგრაფიული, ლითოლოგიური, პეტროგრაფიული, ტექტონიკური, მაგნეტიზმის, მორფოლოგიის, ვულკანური, მიწისქვეშა მინერალური წყლებისა და მინერალური დეპოზიტების გეოლოგიური რუკები. რესპუბლიკის გეოლოგიური რუკა დაფუძნებულია რელიეფზე, რომელიც 1: 100 000 სკალაზე. განყოფილებაში წარმოდგენილია კავკასიის გეოლოგიური რუკაც, 1: 500,000 სკალით. განყოფილებაში გამოფენილია 500 იშვიათი კლდის, მადნისა და მონო-მინერალის ნიმუში.[1]
პეტროგრაფია
რედაქტირებაპეტროგრაფიის განყოფილებაში წარმოდგენილია ინტრუზიული და ეფუზიური, დანალექი და მეტამორფული კლდეებისა და ქვების ნიმუშები. კოლექციებში შეტანილია როგორც აზერბაიჯანის რეგიონის, ისე მსოფლიოს სხვა რეგიონის ნიმუშებიც.[1]
მინერალოგია
რედაქტირებამინერალოგიის განყოფილებაში გამოფენილია როგორც აზერბაიჯანიის რესპუბლიკის, ისე მსოფლიოს სხვა რეგიონების მინერალური ნიმუშების კოლექციები. განყოფილებაში მინერალების კრისტალური აგრეგატები, თავისუფალი ელემენტები, სულფიდები, ოქსიდები, კარბონატები, ფოსფატები და ჰიდროქსიდებია წარმოდგენილი.[1]
პალეონტოლოგია
რედაქტირებაპალეონტოლოგიის განყოფილებაში გამოფენილია სილურული სისტემიდან ნეოგენურ სისტემამდე ხანის ფლორისა და ფაუნის ნიმუშები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Azərbaycan Geologiya Muzeyi | Azərbaycan Respublikası Ekologiya və Təbii Sərvətlər Nazirliyi az. ციტირების თარიღი: 2018-12-22
- ↑ Музей геологии Азербайджана будет отреставрирован en-US (2008-05-22). ციტირების თარიღი: 2018-12-22
- ↑ Состоялось открытие Музея геологии Азербайджана после ремонта (ФОТО) ru (2010-12-25). ციტირების თარიღი: 2018-12-22
- ↑ В текущем году в фонд Музея геологии Азербайджана передано около 15 экспонатов ru. ციტირების თარიღი: 2018-12-22