აზერბაიჯან (ჟურნალი)

(გადამისამართდა გვერდიდან აზერბაიჯან)

„აზერბაიჯან“ (აზერ. „Azərbaycan“)— ყოველთვიური ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის ორგანო. დაარსდა 1923 წელს. გამოდის ბაქოში. 1923–1927 წლებში „აზერბაიჯან“ ეწოდებოდა „მაარიფ ვა მადანიათ“ (აზერ. „Maarif və mədəniyyət“) („განათლება და კულტურა), 1928–1936 — „ინგილაბ ვა მადანიათ“ (აზერ. „İnqilab və mədəniyyət“) („რევოლუცია და კულტურა“), 1936–1941 წლებში — „რევოლიუსია ვა კულტურა“ (აზერ. „Revolyusiya və kultura“), 1941–1946 — „ვათან უღრუნდა“ (აზერ. V„ətən uğrunda“)(„სამშობლოსათვის“),946–1952 — ისევ „ინგილაბ ვა მადანიათ“ ({{lang-az|„İnqilab və mədəniyyət}“}), 1953 წლიდან „აზერბაიჯან“ (აზერ. „Azərbaycan“). ჟურნალი აშუქებს აზერბაიჯანის საზოგადოებრივ და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს. აქვეყნებს აზერბაიჯანელ მწერალთა ნაწარმოებებს (მათ შორის ქართველ) და საზღვარგარეთელი ავტორების თხზულებათა თარგმანებს.

ლიტერატურა

რედაქტირება