ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აზაზელი (ინგლ. Azazel) — Marvel Comics-ის გამოგონილი სუპერგმირი, იგი პირველად გამოჩნდა გამოცემა Uncanny X-Men-ის 428 თავში, აზაზელი არის ნაითქროლერის ბიოლოგიური მამა.

აზაზელი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა ზებუნებრივი იქს-ადამიანი #428
(Uncanny X-Men)(2003 ოქტომბერი)
ავტორ(ებ)ი ჩაკ ოსტინი
შონ ფილიპსი
დახასიათება
ფსევდონიმები დიუმა
კირიელი
მასტემა
ბელიარი
გადრელი
ეშმაკი
აზაზელი
მტრები იქს-ადამიანები
მეფისტო
შესაძლებლობა უკვდავება
ტელეპორტაცია
განკურნების უნარი
არაადამიანური მაჩვენებლებები
ენერგიის გენერირების უნარი
მეტამოფრია
ტელეპატია
ბრძოლის ოსტატი
მაგიის გამოყენება

გამოგონილი ბიოგრაფია

რედაქტირება

აზაზელი ერთ-ერთი უძველესი მუტანტია. იგი არის დემონ-მუტანტების რასის — ნეიიაპხემის მმართველი და ქადაგებს, რომ დედამიწა და ყველა დედამიწის მცხოვრებნი მიეკუთვნებიან მას. იგი ამაყია, თავისი არსებობის განმავლობაში მან ბევრი ადამიანი დაატყვევა და კლავდა მათ ანდა აიძულებდა რომ დამორჩილობდნენ მას. სხვა მუტანტთა ჯგუფი ჩეიიარაფიმი, ცნობილი როგორც ანგელოზი-მუტანტები, გააძევეს აზაზელი და მისი რასა ბრიმსტონში - პარალელურ განზომილებაში, რომელსაც ნაითქროლერი იყენებს ხოლმე ტელეპორტაციისთვის. მაქედან გამოღწევა შეძლო მხოლოდ აზაზელმა თავისი ტელეპორტაციის უნარის ხარჯზე. მას შეეძლო დაეტოვებინა ბრიმსტონი პატარა დროის განმავლობაში.

აზაზელი - მამა სამი შვილის, მათ რიცხვშია კურტ ვაგნერიც - ნაითქროლერი, რომლის დედა არის მისტიკა (პერსონაჟი) . მრავალი წლის წინ ახალგაზრდა მისტიკი იყო დაქორწინებული ვიღაც კრისთიან ვაგნერზე, მდიდარ ბარონზე, რომელსაც არ შეეძლო ჩაესახა ბავშვი. ამავე დროს აზაზელი, რომელიც ეძებდა შესაფერის ქალებს, რათა შთამომავლობა გაეგრძელებინა ზებუნებრივების, გაიცნო მისტიკი. თავიდან აზაზელს სჭირდებოდა მისტიკი მხოლოდ იმისთვის რომ დედა ყოფილიყო მისი შვილის, მაგრამ მოგვიანებით მას შეუყვარდა მისტიკი და ის გახდა ერთადერთი ქალი, რომელიც უყვარდა აზაზელს. როცა მისტიკი დაორსულდა, ანგელოზმა-მუტანტებმა გაიგეს ის, რომ აზაზელი ცდილობდა თავი დაეღწია სამუდამოდ ბრიმსონისგან და შეეცადნენ მოეკლათ აზაზელი, მისტიკი და მათი შვილიც რომელიც ჯერ არ იყო დაბადებული. აზაზელი მიხვდა რომ თუ იგი დატოვებდა მისტიკს, მისტიკს და მათ შვილს თავს დაანებდნენ ანგელოზი-მუტანტები და ასე იხსნიდა მათ სიკვდილისგან, ამიტომაც იგი გაუჩინარდა, ხოლო მისტიკმა კი არ იცოდა რეალური მიზეზი გაუჩინარების ამიტომაც აზაზელი შეიძულა. კურტის გარდა აზაზელს ჰყავდა კიდევ 2 შვილი - აბისი და კივი ბლეკი.

შესაძლებლობები

რედაქტირება

აზაზელს სძალულს გენერეირება გაუკეთოს ენერგიას , ამის დახმარებით მას შეუძლია მოაწყოს აფეთქება , დაჭრას ვინმე. ის და სხვა დემონები ნეიიაპხემიდან სუსტები არიან ჩეიიარაფიმის სისხლის წინააღმდეგ , რომელიც ალძლევთ მათ თვისებას რომ განიცადონ რეგენერაცია - მათი სისხლით დემონები კვდებიან. ერთ-ერთი უმთავრესი ძალა აზაზელის არის ტელეპორტაცია. ნაითქროლერი-ისგან განსხვავებით მას არ სჭირდება რომ ხედავდეს ტელეპორტაციის ადგილს. ფლობს განკურნების უნარს,არაადამიანურ ძალას , სისწრაფეს და მოქნილობას. ამათ გარდა იგი ფლობს ტელეპატიას და ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენაც შეუძლია. შეუძლია აზრების წაკითხვა და ადამიანების სურვილზე ზეგავლენის მოხდენა. აზაზელი უკვდავია , მისი ასაკი - ათასობით წელია. ხანგძლივმა სიცოცხლემ მას მისცა უდიდესი გამოცდეილება ხმლის და სხვა იარაღების გამოყენებაში, თვალთვალში, ასევე აითვისა უმაღლეს დონეზე აკრობატიკა და საბრძოლო ხელოვნება. ბრძოლაში ხშირად იყენებს ორ ხმალს , რომელსაც იყენებს უმაღლეს დონეზე.

კომიკსების გარდა

რედაქტირება

მსახიობმა ჯეისონ ფლემინგმა შეასრულა როლი აზაზელის 2011 წლის ფილმში „იქს-ადამიანები: პირველი კლასი“. სიუჟეტის მიხედვით აზაზელი არის კლუბ ჯოჯოხეთის ცეცხლის წევრი რომელშიც ასევე იყო ემა ფროსტი , სებასტიან შოუ და რიპტაიდი. მისი წარსული უცნობია ,მაგრამ ცნობილია რომ მან იცის ცოტა რუსული ენა. ფილმის დასასრულს იგი უერთდება მაგნეტო-ს რიპტაიდთან ერთად , ასევე უერთდებიან მათ ანგელოზი და მისტიკი.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აზაზელი_(Marvel_Comics)“-დან