ავშარის ღვინის ქარხანა

ავშარის ღვინის ქარხანა — ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი სომხეთში. მდებარეობს არარატის პროვინციის სოფელ ავშარში. დაარსდა 1968 წელს როგორც სახელმწიფოს საკუთრება, მაგრამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1995 წელს ქარხნის პროვატიზაცია მოხდა. ქარხანა სომხეთის სოფლის მეურნეობის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე რეგიონში მდებარეობს.

ავშარის ღვინის ქარხანა
ტიპი საწარმო
დარგი კვების მრეწველობა
დაფუძნდა 1968
სათავო ოფისი ავშარი, სომხეთი
პროდუქცია ღვინო, ალკოჰოლური სასმელები
მფლობელი თემურ გრიგორიანი
დამფუძნებელი/მესაკუთრე 1968-1994
არაიკ გრიგორიანი
მესაკუთრე 1994-დღემდე
საიტი avshar-wine.am

კომპანია „ავშარის“ დამფუძნებელია თემურ გრიგორიანი, რომელმაც 1994 წელს საკუთრება და მმართველობის უფლება თავის შვილს, არაიკ გრიგორიანს გადასცა. პრივატიზაციის შემდეგ ქარხანას ჩაუტარდა რემონტი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. 1999 წლიდან კომპანია საკუთარი პროდუქცია ექსპორტს ახორციელებს გერმანიაში, ბელგიაში, ისრაელში, დსთ-ის ქვეყნებსა და აშშ-ში. კომპანიის მთავარი ნაწარმია ბრენდი (სომხური კონიაკი), ღვინო და არაყი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება