ავტონოე (თანამგზავრი)

ავტონოე (ძვ. ბერძნ. Ἀυτονόη), იუპიტერ XXVIII, S/2001 J 1ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის პასიფაეს ჯგუფში.

იუპიტერის თანამგზავრი ავტონოე

აღმოჩენა

რედაქტირება

ავტონოე აღმოაჩინა ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით 2001 წელს და მიენიჭა დროებითი აღნიშვნა S/2001 J 1.[1][2][3]

ავტონოეს სახელი ეწოდა 2003 წლის აგვისტოში ქარიტების დედის ავტონოეს სახელი ბერძნული მითოლოგიიდან.[4]

ავტონოეს დიამეტრი დაახლოებით 4 კილომეტრია და იუპიტერის გარშემო ბრუნავს საშუალოდ 24 264 000 კმ მანძილზე 719.01 დღეში. ის ბრუნავს ეკლიპტიკის მიმართ 151° დახრილობით (იუპიტერის ეკვატორისკენ 150°) რეტროგრადული მიმართულებით და ექსცენტრიულობით 0.369.

ის მიეკუთვნება პასიფაეს ჯგუფს, არარეგულარული რეტროგრადული მთვარეები, რომლებიც ბრუნავენ იუპიტერზე 22,8-დან 24,1 გმ-მდე მანძილზე და 144,5°-დან 158,3°-მდე დახრილობით.