ავტოლიკოსი
ავტოლიკოსი (ბერძ. Αὐτόλυκος), ავტოლიკე — ქურდების ღმერთის ჰერმესისა და ქიონეს ვაჟი, ანტიკლეას მამა, დიდი ქურდი, ოინბაზი და მაქცია, ბერძენთა შორის უცბიერეს ოდისევსის პაპა. ერთი ვერსიით ოაზონის დედის პოლიმედეს მამაც. თუმცა ჰომეროსი არ ასახელებს მის მშობლებს, მაგრამ ეს იყო ჰერმესის ორეული, მისგან ისწავლა ქურდობა, გაიძვერობა, საგანთა გაუჩინარება და ისე შეცვლა, რომ პატრონი ვეღარ ცნობდა. შეეძლო ნებისმიერი სახის მიღება. ჭიდაობას ასწავლიდა ჰერაკლეს. შემდეგ ექალიის მეფეს ევრიტეს ჯოგი მოჰპარა და მეფემ ქურდობა ჰერაკლეს დასწამა, რასაც მოჰყვა ევრიტეს და მისი სამეფო ოჯახის ამოწყვეტა ჰერაკლესაგან. ხელთ იგდო ამინტორის ტყავის ქუდი, ტახის ეშვებით მორთული.
ლიტერატურა
რედაქტირება- გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983, გვ. 32
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ავტოლიკოსი — კლასიკური ენციკლოპედია