ავსტროსლავიზმი
ავსტროსლავიზმი – ავსტრია-უნგრეთის სლავი ხალხის პოლიტიკური მოძრაობა XIX საუკუნის შუა წლებში. მოძრაობის პროგრამა შემუშავებული იყო ჩეხეთის ლიბერალურ-ბურჟუაზიული იდეოლოგების მიერ და ითვალისწინებდა ავსტრიის იმპერიის ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაქმნას ჰაბსბურგების ხელისუფლების ქვეშ.
როგორც პოლიტიკურმა კონცეფციამ, ავსტრიის მონარქიის სლავურ ხალხთა ლიბერალურ-ბურჟუაზიული წრეებისა ავსტროსლავიზმმა გავრცელება იწყო XIX საუკუნის 40-იან წლებში და სხვადასხვა ფორმით პირველ მსოფლიო ომამდე იარსება. ავსტროსლავიზმის, როგორც მოვლენის წარმოშობა, იყო საპასუხო რეაქცია გერმანულ ნაციონალიზმზე და სლავური მიწების გერმანულ კავშირში გაერთიანების მცდელობაზე.
პირველად ავტროსლავიზმის იდეა წამოაყენა მწერალმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ კარელ ჰავლიჩეკ-ბოროვსკიმ 1846 წელს. 1848–1849 წლების რევოლუციის პერიოდში ავსტროსლავიზმის ვრცელი პროგრამით გამოვიდა ჩეხი ისტორიკოსი ფრანტიშეკ პალაცკი, რომელიც ავსტრიის იმპერიაში მცხოვრები სლავი ხალხების სახელმწიფოდ გამოყოფის წინააღმდეგი იყო და მოითხოვდა მხოლოდ მათ ავტონომიას.
ჩეხეთის ლიბერალური ბურჟაზიის იდეოლოგები ავსტროსლავიზმს XX საუკუნის დამდეგსაც იცავდნენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, თბ. 2008 წ. გვ. 538-539