ავსტრიის საფეხბურთო კავშირი

(გადამისამართდა გვერდიდან ავსტრიის ფეხბურთის ასოციაცია)

ავსტრიის საფეხბურთო კავშირი (გერმ. Österreichischer Fußball-Bund) — ფეხბურთის მმართველი ორგანო ავსტრიაში. დაარსდა 1904 წელს. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ვენაში.

ავსტრიის საფეხბურთო კავშირი
OFB.png
დაარსების თარიღი 18 მარტი, 1904
ტიპი საფეხბურთო ორგანიზაცია
შტაბბინა ვენა, ავსტრია
პრეზიდენტი ავსტრიის დროშა ლეო ვინდტნერი
oefb.at

ფეხბურთის თამაშის ტრადიცია ავსტრიაში მე-19 საუკუნეში გაჩნდა. ქვეყნის პირველი საფეხბურთო კლუბი დაარსდა 1894 წელს. დღეს სპორტის ეს სახეობა ქვეყანაში ყველაზე პოპულარულია სათხილამურო სპორტთან ერთად.

ავსტრიის საფეხბურთო კავშირის სტრუქტურაში შედიან რეგიონალური ორგანიზაციები და ავსტრიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. მისი ეგიდით ყოველწლიურად ეწყობა ავსტრიის ბუნდესლიგა, პირველი ლიგა, ავსტრიის თასი და სუპერთასი.

საუკეთესო შედეგს მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრიის ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია 1954 წელს, როდესაც იგი ტურნირის მესამეადგილოსანი გახდა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება