ავრეხი
ავრეხი, მწვანე ავრეხი — უნაყოფო ვაზი, ქართლიდან.
გორული მწვანეს ერთ-ერთი ვარიაციაა.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაავრეხი წარმოშობილია ბუნებრივი მოთესვის გზით და მეტწილად ხეობებში, ტყეებსა და ძველ ნასახლარებზე გვხვდება. გამოვლენილია მებაღეობის, მევენახეობისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ. მორფოლოგიური ნიშნებით იგი ძალიან მცირედ განსხვავდება ჩვეილებრივი გორული მწვანესაგან. ავრეხი უპირატესად მამრობითი ეგზემპლარი. მისი ფოთლები შედარებით უფრო ღრმადაა დანაკვთული, ხოლო მტევანი ძალიან თხელია, ხშირად მასზე 10-20 ცალი დიდი ზომის და რამდენიმე წვრილი (პართენოკარპიული) მარცვალია. ამ ვარიაციის ყვავილები გაცილებით უფრო მცირე ზომის და ხშირად დეფორმირებულია, რაც იწვევს გადაჭარბებულ ყვავილთცვენას. ეს ვარიაცია ძლიერი ზრდის, მაგრამ ძალიან მცირემოსავლიანია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 130.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 65.
- ქეგლ, ტ. 1, გვ. 159, თბ., 1950.
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 19