ავლაბრის წმინდა ნინოს ეკლესია

ავლაბრის წმინდა ნინოს ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი. ამჟამად დანგრეული და გამქრალი. ძეგლი მდებარეობდა ავლაბარში, ბარათაშვილისა და ღვინის აღმართების გადაკვეთაზე.

პლატონ იოსელიანის ცნობით, წმინდა მოციქულთა სწორის ნინოს, საქართველოს განმანათლებლის ეკლესია: „...აშენებულია თბილისის დაარსების დროიდან. ის იყო ბოდბის მიტროპოლიტების კარის ეკლესია,რომელთა რეზიდენცია მდებარეობდა ქიზიყში, ბოდბეში, ქ. სიღნა ღიდან 5 ვერსტში სამხრეთით, კახეთში, სადაც დაბრძანებულია წმიდა ნინოს წმინდა ნაწილები. ეკლესია დანგრეულია XVIII საუკუნეში და მას მერე არ აღდგენილა თავისი ნანგრევებიდან. ეკლესიის საძირკველის ნაშთები 1840 წელს კიდევ ჩანდა ავლაბრის გზაზე გორის ძირში, ავლაბრის ფერისცვალების ეკლესიის ჩრდილოეთით. ამეკლესიის ნანგრევებზე იმავე წელში აშენდა დუქნები“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • П. Иосселиани, «Описание древностей города Тифлиса», 1866
  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 88-89