ავლაბრის ყაზარმები
ავლაბრის ყაზარმები— XIX საუკუნის 10-20-იან წლებში და შემდგომშიც, თბილისში რუსების მიერ აგებულ ყაზარმათა შორის ყველაზე მნოშვნელობანი და დიდი ყაზარმა რომელსაც ერქვა "ოფიცერთა პოკროვსკის ყაზარმა" (მას ასე მოიხსენიებს 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი მონაწილი დიმიტრი ყიფიანი). პოკროვსკის ყაზარმა ავლაბარში იყო, ახლანდელ ნიკოლოზ ბარათაშვილის (ყოფილი პავლე ციციანოვის) აღმართის მარცხენა მხარეს აღმართულ კედელზე. 1832 წლის შეთქმულების გამომჟღავნების შემდეგ მისი მონაწილენი გამოკეტეს არა მეტეხის სატუსაღოში, არამედ პოკროვსკის ყაზარმაში, რის გამოც აღნიშნულ შეთქმულებას "ყაზარმობა" უწოდეს. ასევე ავლაბარში, კახეთის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, იყო თბილისის გრენადერთა პოლკის ყაზარმაც. პოკროვსკის ყაზარმის შენობაში ამჟამად თბილისის ქალაქის ავტოინსპექციაა. XX საუკუნის 20-იან წლებამდე არსებობდა პოკროვსკის ქუჩა (ახლანდელი ნიკო ლომოურის ქუჩა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 20
- გ. გოზალიშვილი 1832 წლის შეთქმულება, ტფ; 1935;
- დიმიტრი ყიფიანი. 1832 წლის "ყაზარმობა" მემუარები, ს. ხუნდაძის რედ; ტფ; 1930.