ავიაციისა და კოსმონავტიკის მუზეუმი (სამარა)
სერგეი კოროლიოვის სახელობის ავიაციისა და კოსმონავტიკის მუზეუმი (რუს. Музей авиации и космонавтики имени С. П. Королёва) — მუზეუმი რუსეთში. მდებარეობს ქალაქ სამარაში მოსკოვის გზატკეცილზე. წარმოადგენს რუსეთის კოსმონავტიკის მუზეუმების ასოციაციისა და სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმების ეროვნული კომიტეტის ასოციაციის რეგიონულ განყოფილებასა და სამეცნიერო მეთოდურ ცენტრს.
ავიაციისა და კოსმონავტიკის მუზეუმი | |
---|---|
53°12′44″ ჩ. გ. 50°10′40″ ა. გ. / 53.21222° ჩ. გ. 50.17778° ა. გ. | |
დაარსდა | 1977 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | სამარა, რუსეთი |
სტატუსი | მუზეუმი |
ოფიციალური საიტი | [museum.ssau.ru museum.ssau.ru] |
მუზეუმის ისტორია
რედაქტირებამუზეუმის გახსნა 1977 წლის 12 იანვარს — სერგეი კოროლიოვის დაბადებიდან 70-ე იუბილეზე შედგა. 1977-დან 1981 წლამდე მუზეუმი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა, ხოლო 1981 წლიდან სამარის სახელმწიფო აეროკოსმოსური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვეგანყოფილების სახით აგრძელებს მუშაობას.
1980-1981 წლებში და 1992 წელს ჩატარდა მუზეუმის რეკონსტრუქცია და სრული რეექსპოზიცია. 1989 წელს მუზეუმს საპატიო წოდება „სახალხო“ მიენიჭა. 1999 წელს მუზეუმის ინიციატივით დაარსდა სამარის სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმების ასოციაცია, სადაც ის მთავარი და სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი გახდა. ამჟამად მუზეუმი წარმოადგენს რუსეთის კოსმონავტიკის მუზეუმების ასოციაციის რეგიონულ განყოფილებას. არის მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს რუსეთის კომიტეტის რუსეთის სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმების ასოციაციის წევრი, რუსეთის კოსმონავტიკის აკადემიის ვოლგისპირეთის განყოფილების კორპორატიული წევრი.
ფაქტები
რედაქტირება- მოზეუმის ექსპოზიციის ფართობი — 400 მ²,
- საერთო სამუზეუმო ფონდი — 11,3 ათასი ერთეული,
- ძირითადი ფონდი — 6,6. ათასი ერთეული.
- ყოველწლიურად მუზეუმს 20 000 ადამიანი სტუმრობს.
ექსკურსიები
რედაქტირებამუზეუმი ორგანიზებას უწევს 10-ზე მეტი სხვადასხვა სახის დასათვალიერებელ და თემატურ ექსკურსიებს სტუდენტებისათვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, უნივერსიტეტის სტუმრებისათვის, საზღვარგარეთული დელეგაციებისთვის, ტურისტებისთვის და დამტვალიერებელთა სხვა კატეგორიებისათვის.
- „Мир музея“ (მუზეუმის დასათვალიერებელი ექსკურსია)
- „Мир полета“ (მუზეუმის დასათვალიერებელი ექსკურსია + საავიაციო და სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის ლაბორატორიები)
- „Знакомьтесь, АЭРОКОС“ (მუზეუმი + უნივერსიტეტის ექსკურსია აბიტურიენტებისათვის)
- „СамаРА“ (ქალაქის ექსკურსია + მუზეუმების მონახულება, მათ შორის, საწარმოები და უმაღლესი სასწავლებლები)
- „Самара аэрокосмическая“ სამარის უნივერსიტეტის სასწავლო აეროდრომის მონახულება (სმიშლიაევკა)[1]
- „Русский космос“ (რუსეთის კოსმოსური იდეის საწყისები და თანამედროვე კოსმოსური საქმიანობა)
- „Крылья над Волгой“ (ავიაციის ჩასახვა და განვითარება სამარაში)
ინტერნეტ-რესურსები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Марина Гринева Самара строит космический парк „Самарская газета“, 12.04.2014