ავთანდილ ჩხაიძე
ქართველი პოლიტიკოსი
ავთანდილ ჩხაიძე (დ. 14 თებერვალი, 1953, სოფ. ბახვი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)[1] — ქართველი პოლიტიკოსი.
ავთანდილ ჩხაიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 თებერვალი, 1953 |
დაბადების ადგილი | ბახვი, მახარაძის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ჯილდოები |
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა — ბუღალტრული აღრიცხვა, სპეცბუღალტრული აღრიცხვა მშენებლობაში. 1999-2000 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ოზურგეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2000–2003 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1996). პოლიციის გენერალ-მაიორი (1997).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ავთანდილ ჩხაიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ავთანდილ ჩხაიძის ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-05. ციტირების თარიღი: 2020-09-25.