ავთანდილ გოგოლი

ქართველი ჰიგიენისტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოლი (მრავალმნიშვნელოვანი).

ავთანდილ აკაკის ძე გოგოლი (დ. 23 აპრილი, 1922, თბილისი — დ. 8 დეკემბერი, 2003, იქვე) — ქართველი ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1991), საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ჰიგიენისტი (1985).

ავთანდილ გოგოლი
დაბ. თარიღი 23 აპრილი, 1922(1922-04-23)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 8 დეკემბერი, 2003(2003-12-08) (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ჰიგიენისტი და ექიმი
ჯილდოები ღირსების ორდენი

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი, 1951 წელს — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1969 წლიდან გარემოს დაცვის ჰიგიენის განყოფილების გამგე). 1995–2001 წლებში იყო საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. იკვლევდა წყლის ჰიგიენის, წყალსატევების სანიტარული დაცვისა და მოსახლეობაზე მათი გავლენის პრობლემებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება