ავთანდილ გელაშვილი
ავთანდილ პეტრეს ძე გელაშვილი (დ. 1927, ხაშური — გ. 1985, თბილისი) — ქართველი პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თსსი–ის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საქართველოს მედიცინის ისტორიის ცნობილი მკვლევარი.
ავთანდილ გელაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1927 |
დაბ. ადგილი | ხაშური, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 1985 |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | მუხათგვერდის სასაფლაო |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | ექიმი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაავთანდილ გელაშვილი დაიბადა 1927 წელს ხაშურში,1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტი) სამკურნალო ფაკულტეტი. 1950 წლიდან 1954 წლამდე თსსი–ს პათოფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტია. 1955 წელს დაიცვა დისრეტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. 1958 –1962 წლებში კათედრის ასისტენტი, 1962 – 1969 წლებში კი კათედრის დოცენტია.
1969 წლიდან, სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, გარდაცვალებამდე, 1985 წლამდე, იყო პათოფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი.
1969–72 წლებში იყო თსსი–ს (ამჟამად უნივერსიტეტი) სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
ერთდროულად, 1958–1970 წლებში, თბილისის კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა.
ავთანდილ გელაშვილი 140–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
სტუდენტობის დროს 1946-49 წლებში , თსსი–ის ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პირველი პრეზიდენტი იყო.
გარდა პათოფიზიოლოგიისა, გელაშვილს მნიშვნელოვანი კვლევები ჰქონდა საქართველოს მედიცინის ისტორიაში. იყო თანაავტორი ოთხტომიანი მონოგრაფიისა „საქართველოს მედიცინის ისტორია“, რომელიც დაიბეჭდა ქართულ და რუსულ ენებზე.
სტუდენტთა არაერთი თაობის ამღზრდელი, ამავე დროს პოეზიით იყო გატაცებული და იყო ავტორი ლექსების კრებულისა.
გარდაიცვალა 1985 წელს. დაკრძალულია მუხათგვერდის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს სამედიცინო კალენდარი – წიგნი, თბ.,2006 წელი, გვ. 286
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საიუბილეო კრებული, წიგნი – „ტრადიციებით მომავლისკენ“, 2010 წ. გვ. 129