ავენარიუსის სახლი
ავენარიუსის სახლი (რუს. Усадьба Авенариуса) — ისტორიული შენობების კომპლექსი სესტრორეცკში. აგებულია XIX საუკუნეში. მიეკუთვნება ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიას. სახლი მდებარეობს ფედოტოვის ქუჩაზე № 42/22-ში. კარ-მიდამოს შემადგენლობაში შედის შენობა (ნანგრევებადაა შემორჩენილი), შადრევანი, ოთხი ქანდაკება და პარკი სესტრორეცკის ხელოვნური ტბის ნაპირზე. ამჟამად ერთ-ერთ შენობაში მოქმედებს სანატორიუმ „ტარხოვსკის“ ფილიალი სანატორიულ-კურორტული კომპლექსი „დასავლეთი“. კარ-მიდამოს მთავარი შენობა აგებულია ჩრდილოეთის მოდერნის არქიტექტურულ სტილში.
ავენარიუსის სახლი Усадьба Авенариуса | |
---|---|
კოორდინატები | 60°03′39″N 29°58′37″E / 60.060765° ჩ. გ. 29.976979° ა. გ. |
მდებარეობა | სესტრორეცკი, რუსეთი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
კარ-მიდამომ სახელი მიიღო რუსი ინჟინრის პეტრე ალექსანდრეს ძე ავენარიუსის გვარის მიხედვით.
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველად სახლი ეკუთვნოდა თავად სვიატოპოლკ-მირსკის. 1910 წელს მოხდა მისი კაპიტალურ რემონტი არქიტექტორ ი. პ. ვოლოდიხინის პროექტით.
1923 წლიდან კარ-მიდამოს შენობებში განათავსეს სანატორიუმი. ტარხოვსკის სანატორიუმი ჩამოყალიბდა 1933 წელს. დიდი სამამულო ომის დროს მასში განთავსებული იყო ჰოსპიტალი, რომელიც შემდეგ მდებარეობვა ცერეპოვეცში, კიროვში, ვოლოგდაში, პერმში. 1945 წლიდან ჰოსპიტალი კვლავ სანატორიუმად გადააკეთეს. 1948 წელს ტერიტორიას შემოავლეს ტანკსაწინააღმდეგო თხრილი და ბლინდაჟები. 1973 წლიდან მოყოლებული ესაა სანატორიუმი სადაც გულით ავადმყოფებს მკურნალობენ.
აღნიშნული ტერიტორია მთელი თავისი შენობებით იმყოფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. 2010 წლიდან ავარიული მდგომარეობის გამო სანატორუმმა შეწყვიტა მუშაობა და მოხდა შენობის დაკონსერვება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Курортный район. Страницы истории. Выпуск 1-3. СПб. изд. «Остров». 2005—2008 гг.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Есть Фотография дома Авенариуса после ремонта
- Центральная библиотека им. М. М. Зощенко დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Виртуальный музей Курортного района
- http://sestroretsk-1.narod.ru/history3.htm
- http://lite.soiuz.ru/sng/polosa/sestrorets/istoria/[მკვდარი ბმული]
- http://zelenogorsk.spb.ru/railway/rw_dir_sestr.php
- https://web.archive.org/web/20081016070746/http://arkadiy-spb.by.ru/sestr_zd1.htm