ავგუსტ შლაიხერი
გერმანელი ენათმეცნიერი
ავგუსტ შლაიხერი (გერმ. August Schleicher; დ. 19 თებერვალი, 1821 — გ. 6 დეკემბერი, 1868) — გერმანელი ენათმეცნიერი. პრაღისა და იენის უნივერსიტეტების პროფესორი. ინდოევროპულ ენათა ისტორიულ-შედარებითი კვლევისა და ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტი. ენათმეცნიერების ნატურალისტური თეორიის შემქმნელი. თავის ნაშრომში „ინდოევროპულ ენათა შედარებითი გრამატიკის კომპენდიუმი“ (1861-62) — შეაჯამა ამ ენათა ისტორიულ-შედარებითი კვლევის შედეგები. შლაიხერს სწამდა ფუძე-ენის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა. შემდგომმა გამოკვლევებმა არსებითი შესწორებები შეიტანა შლაიხერის რეკონსტრუქციებში. მონათესავე ენათა ურთიერთობას შლაიხერი გენეალოგიური ხის სქემით გამოხატავდა.
ავგუსტ შლაიხერი | |
---|---|
გერმ. August Schleicher | |
დაბ. თარიღი | 19 თებერვალი, 1821[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | მაინინგენი[4] |
გარდ. თარიღი | 6 დეკემბერი, 1868[1] [2] (47 წლის) ან 7 დეკემბერი, 1868[3] (47 წლის) |
გარდ. ადგილი | იენა[5] |
დასაფლავებულია | იოჰანისის სასაფლაო |
მოქალაქეობა | Saxe-Meiningen |
საქმიანობა | ენათმეცნიერი[6] , ჟურნალისტი, პედაგოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი |
მუშაობის ადგილი | იენის უნივერსიტეტი და კარლის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ბონის უნივერსიტეტი და Gymnasium Casimirianum Coburg |
ჯილდოები | ვოლნეის პრემია და ვოლნეის პრემია |
ლიტერატურა
რედაქტირება- შარაშენიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 11.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 3.0 3.1 Dr. Constant v. Wurzbach Schleicher, August // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt haben — Wien: 1856. — ტ. 30. — S. 80.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118759302 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Шлейхер Август // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Crystal D. The Cambridge Encyclopedia of Language — Cambridge University Press, 1987. — გვ. 292. — ISBN 978-0-521-42443-1