ავგუსტ ლუდვიგი (ანჰალტ-კიოტენის მთავარი)
ავგუსტ ლუდვიგ ანჰალტ-კიოტენელი (გერმ. August Ludwig von Anhalt-Köthen) — ანჰალტ-კიოტენის მთავარი ასკანიების დინასტიიდან.
ავგუსტ ლუდვიგ ანჰალტ-კიოტენელი | |
---|---|
August Ludwig von Anhalt-Köthen | |
ანჰალტ-კიოტენის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1728 |
მმართ. დასასრული: | 1755 |
წინამორბედი: | ლეოპოლდ ანჰალტ-კიოტენელი |
მემკვიდრე: | კარლ გეორგ ლებრეხტ ანჰალტ-კიოტენელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 ივნისი 1697 |
დაბ. ადგილი: | კიოტენი |
გარდ. თარიღი: | 6 აგვისტო 1755 |
გარდ. ადგილი: | კიოტენი |
მეუღლე: |
აგნესა ვილჰელმინა ფონ ვუტენაუ ემილია ფონ პრომნიცი ანა ფონ პრომნიცი |
შვილები: |
კრისტიანა ანა აგნესა იოჰანა ვილჰელმინა კარლ გეორგ ლებრეხტი ფრიდრიხ ერდმანი |
დინასტია: | ასკანიები |
მამა: | ემანუელ ლებრეხტ ანჰალტ-კიოტენელი |
დედა: | გიზელა აგნესა ფონ რატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაავგუსტ ლუდვიგი ანჰალტ-კიოტენის მთავრის, ემანუელ ლებრეხტის მესამე შვილი იყო.
1722 წელს ავგუსტ ლუდვიგი დაქორწინდა აგნესა ვილჰელმინა ფონ ვუტენაუზე (1700—1725),რომელმაც 1721 წელს მიიღო ვარმსდორფის გრაფინიის წოდება. 1726 წლის იანვარში ავგუსტ ლუდვიგი დაქორწინდა გრაფინია ემილია ფონ პრომნიცზე, გრაფ ერდმან II ფონ პრომნიცის ქალიშვილზე. 1732 წლის ნოემბერში ავგუსტ ლუდვიგი მესამე ჯერზე დაქორწინდა გრაფინია ანა ფონ პრომნიცზე, თავისი მეორე ცოლის დაზე.
თავისი უფროსი ძმის, ლეოპოლდისა და მისი ერთადერთი შვილის, ემანუელ ლუდვიგის სიკვდილის შემდეგ, 1728 წლის აგვისტოში ლუდვიგმა მემკვიდრეობით მიიღო ანჰალტ-კიოტენი.
ოჯახი
რედაქტირებააგნესა ვილჰელმინა ფონ ვუტენაუსთან ქორწინების შედეგად დაიბადნენ:
- გიზელა ჰენრიეტა (1722—1728)
- აგნესა ლეოპოლდინა (1724—1766)
ემილია ფონ პრომნიცთან ქორწინების შედეგად დაიბადნენ:
- კრისტიანა ანა აგნესა (1726—1790), გათხოვდა გრაფ ჰენრიხ ერნსტ შტოლბერგ-ვერნიჰეროდზე (1716—1778)
- ფრიდრიხ ავგუსტი (1727—1729)
- იოჰანა ვილჰელმინა (1728—1786), გათხოვდა მთავარ იოჰან კარლ ფრიდრიხ კაროლატ-ბეიტენსკზე (1716—1791)
- კარლ გეორგ ლებრეხტი (1730—1789), ანჰალტ-კიოტენის მთავარი,დაქორწინდა პრინცესა ლუიზა შლეზვიგ-ჰოლშტაინ-გლიუკსბურგზე (1749—1812)
- ფრიდრიხ ერდმანი (1731—1797), ანჰალტ-კიოტენ-პლესის მთავარი, დაქორწინდა გრაფინია ლუიზა შტოლბერგ-ვერნიჰეროდზე (1744—1784)
ანა ფონ პრომნიცთან ქორწინების შედეგად დაიბადნენ:
- შარლოტ სოფია (1733—1770)
- მარია მაგდალინა (1735—1783)
ლიტერატურა
რედაქტირება- Hermann Wäschke: Anhaltische Geschichte — 3 Bände, Köthen: Schulze, 1912-13
- Karl Prinz von Isenburg: Stammtafeln zur Geschichte der europäischen Staaten — 2 Bände, Marburg 1953