ავგიის ნაეკლესიარი

(გადამისამართდა გვერდიდან ავგიის ეკლესია)

ავგიის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ავგიაში. ეკლესია ნაგები ჩანს ნატეხი ქვით. საეკლესიო ნაგებობა თავისი მშენებლობის სტილით, დაგეგმარებითა და აქ გათხრების დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებით, თარიღდება V საუკუნით.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ძეგლი წარმოადგენს ადრექრისტიანული ხანის დარბაზულ ნაგებობას, ჩრდილოეთისა და სამხრეთის განივი მკლავებით. ნაგებობის ერთიანი გეგმარებითი სტრუქტურა გამოიყურება როგორც „თავისუფალი ჯვარი“ (23,85 X 19 მ). შეიცავს ნახევარწრიულ შვერილ აფსიდას, რომლის რადიუსი 6,05 მ-­ია. ტაძრის ძირითადი სივრცე სამნაწილიანია. შეიცავს განივ დარბაზს, რომელიც შესაძლოა ნართექსის ფუნქციას ასრულებდა, დარბაზს და საკურთხეველის აფსიდას. ნაგებობის იატაკი დაფარული იყო მოვარდისფრო კირხსნარით, წვრილი კენჭებისა და კერამიკული ფხვნილის ნაერთით.

ტაძარს ერთადერთი ცენტრალური შესასვლელი დასავლეთის მხრიდან უნდა ქონოდა, ჩრდილოეთ მინაშენში (5,5 X 4,75 მ) ­ ჩრდილო­-დასავლეთ კუთხეში. სამხრეთის მინაშენისა (5,5 X 4,5 მ)­ სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში.

ნაგებობა გადახურული უნდა ყოფილიყო ე. წ. კოჭებიანი კონსტრუქციის ორქანობიანი სახურავით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26148
  • მამულაძე შ., კახიძე ა., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ. 2016, გვ., 80-81