ავალიშვილისეული ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსნის ავალიშვილისეული ნუსხაXVI-XVII საუკუნეების ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი.

ერთ-ერთი გვერდი ავალიშვილისეული ვეფხისტყაოსნიდან

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 260 ფურცელს, რომელთა ზომებია 37X24 სანტიმეტრი. გადაწერილია კალიგრაფიული მხედრულით, შავი მელნით. ყოველი ფურცლის არშია მდიდრულადაა შემკული. ტაეპების დასაწყისი სიტყვები ნაწერია ოქროთი. არშიები ზოომორფული ორნამენტებით, პეიზაჟებითა და სხვადასხვა კომპოზიციებითაა და გაფორმებული. ტექსტს ახლავს სამი სიუჟეტური მინიატიურა, რომლებიც სპარსული სამინიატიურო ხელოვნებითაა შესრულებული.

ავალიშვილისეული ვეფხისტყაოსანი დღეს ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში (H-2074).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 94-95