ადრიან დიუპრე
ადრიან დიუპრე (ფრანგ. Adrien Dupré; გ. 1831, ქ. სმირნა, ახლანდ. იზმირი, თურქეთი) — ფრანგი მოგზაური, დიპლომატი.
მამამისი პიერ-ჟერომ დიუპრე (გ. 1820) ასევე დიპლომატი იყო, მსახურობდა საფრანგეთის ვიცე-კონსულად, შემდეგ კონსულად ტრაპიზონში (1803-1820). ადრიან დიუპრე დიპლომატიურ სამსახურს უმთავრესად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ეწეოდა, მ. შ. კორფუზე (1796), კოტორის სანაპიროზე (1797-1798), სალონიკში (1826), სმირნაში (1830-1831) და სხვ. 1807-1809 წლებში მონაწილეობდა გენერალ კლოდ-მატიე გარდანის მისიაში ირანში. დიუპრეს თხზულებები ძირითადად მის დიპლომატიურ მოღვაწეობას ეხება. თხზულებაში „მოგზაურობა სპარსეთში“ კავკასიაც იხსენიება. ნაწყვეტში „შავი ზღვის ზოგიერთი ქალაქისა და პორტის აღწერა“ მოცემულია ბათუმის, ახალციხისა და მიმდებარე მხარეების — რიზეს, არზრუმის, ტრაპიზონის, თოქათისა და სინოპის გეოგრაფია, სავაჭრო-ეკონომიკური აღწერილობა. ზოგან დართულია ისტორიული მიმოხილვაც.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Voyage aux ruines de Nicopolis, en Épire, dans l'année 1797 (1818).
- Essai historique et commercial sur les Bouches-de-Cattaro (1818).
- Voyage en Perse fait dans les années 1807, 1808 et 1809 (1819).
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- Полиевктов М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800–1830 гг. Тб., 1946.