ადრიანის კარიბჭე
ადრიანის კარიბჭე (თურქ. Hadrian Kapısı, თურქ. Üçkapılar) — ტრიუმფალური თაღი თურქეთში, ქალაქ ანთალიაში. კარიბჭე რომის იმპერატორის ადრიანეს პატივსაცემად იყო აგებული, რომელმაც მოინახულა ანთალია 130 წელს[1]. ერთადერთი შემოსასვლელი კარიბჭეა, რომელიც დღემდე შემოინახა. პირველად ის აღწერა ირლანდიელმა ჰიდროგრაფმა ფრენსის ბოფორტმა 1817 წელს[2].
არქიტექტურა
რედაქტირებაადრიანის კარიბჭე შედგება ორი ფასადისგან, სამი შესასვლელი თაღითსაგან და ასევე შედებოდა კოშკებისგან, რომლებიც ორივე მხარეს იდგნენ. კარიბჭე დაახლოებით 8 მეტრის სიმაღლეზეა[2]. სამხრეთი კოშკი, რომელიც იულია სანკტას სახელითაა ცნობილი, რომაული ეპოქით თარიღდება, მაგრამ კარიბჭისგან დამოუკიდებლად აშენდა[3]. ჩრდილოეთ კოშკის ქვედა ნაწილიც რომაული დროით თარიღდება, მაგრამ მისი ზედა ნაწილი მე -13 საუკუნის პირველ ნახევარში სელჩუქ სულთან ალაედინ ქეიყუბად I დროს გადაკეთდა და არაბულ წარწერას შეიცავს[2].
გარდა რვა წახნაგოვანი სვეტებისა, ნაგებობა მთლიანად თეთრი მარმარილოთია აგებული. თაღოვანი სარდაფები გაფორმებულია ყვავილოვანი რელიეფებით[4]. თავდაპირველად, კარიბჭე შედგებოდა ორი დონისგან. ზედა დონეზე ცოტა რამაა ცნობილი, თუმცა მიაჩნიათ, რომ იმპერატორისა და მისი ოჯახის წევრების ქანდაკებები აქ იყო განთავსებული[5].
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებაადრე ადრიანის კარიბჭე ქალაქის კედელში შედიოდა და მრავალი წლის განმავლობაში არ გამოიყენებოდა. სავარაუდოდ ამ მიზეზით, სტრუქტურა კარგად არის შემონახული. 1950-იან წლებში კედლები გაანადგურეს და 1959 წელს კარიბჭე რეკონსტრუირებული იყო. ტროტუარი ამოღებულ იქნა, რათა რომაული ეპოქის გზა გამოჩნდეს, რომელიც ახლა უკვე ჩანს მინის საფარის ქვეშ[5].
რეკონსტრუქციისას ბრინჯაოს ასოები აღმოაჩინეს კარიბჭეზე, რომლებიც ადრიანის პატივსაცემად წარწერის ნაწილი იყო. 2017 წლიდან ასოები გადაეცა სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებს მთელს მსოფლიოში. ცხრა ასო არის ვენაში, ორი ბერლინში, ხოლო ზოგი ინგლისში: ბრიტანეთის მუზეუმში ლონდონში და აშმოლას მუზეუმში ოქსფორდში[4].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Antalya Hadrians Gate დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- Hadrian's Gate in Antalya