ადრეული თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ჯიშის სახელწოდება ყურძნის სიმწიფის პერიოდს გამოხატავს.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეთითქმის შეუბუსავია (აქვს ძალიან სუსტი ჯაგრისებრი შებუსვა). ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალოზე დიდი ზომისაა, კონუსური ფორმის, დატოტვილი, თხელი ან ძალიან თხელი. მარცვალი ძალიან მსხვილია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, ქარვისფერი. კანი სქელია, საკმაოდ მკვრივი და ცვილისფებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო გემოთი.

ადრეული თეთრი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანი ვაზია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 140-300 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა 13.5 ტონაზე მეტი. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-6.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 13