ადიდაადიდვის დგანის იარაღი. იყენებენ ადიდვის გზით ლითონის მოსაჭიმავად. ადიდვის ძირითადი ნაწილია თანდათანობით კლებადი კვეთის მუშა თვალაკი (ან მატრიცა), რომელშიც დასამუშავებელ ლითონს გამოჭიმავენ. თუ ადიდს ერთი ნახვრეტი აქვს, მას თვალაკს უწოდებენ, თუ რამდენიმე — ადიდვის დაფას. ადიდვის მუშა დაფა მზადდება ფოლადის, თუჯის, სალი შენადნობების, ტექნიკური ალმასისა და სხვა მასალისაგან.

ადიდვის დაფა

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 92.
  • „მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი საშენი მასალების, არქიტექტურისა და მშენებლობის დარგში“, რედკოლეგია: მ. ნიკოლაიშვილი, გ. მეფარიშვილი, (საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტი), თბ., 1995, გვ. 2