ადიგენის მუნიციპალიტეტის გერბი

(გადამისამართდა გვერდიდან ადიგენის გერბი)

ადიგენის მუნიციპალიტეტის გერბიადიგენის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
დამტკიცდა დამტკიცებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №10 დადგენილებით, 28 მაისი, 2010 წ.
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი წმინდა ანდრიას ირიბი ჯვარი, ოქროს ტელესკოპი, შვიდი მნათობი, ცხრასხივიანი ოქროს მზე, ვერცხლის ნახევარმთვარე
ფარმჭერები ვერცხლ-მწვანე ბაფთა
დევიზი ადიგენი

აღწერილობა

რედაქტირება

გერბის ფარის მწვანე ველზე გამოსახულია ვერცხლისქობიანი ლაჟვარდის წმინდა ანდრიას ირიბი ჯვარი, რომლის მკლავები ეხება ფარის კიდეებს. წმიდა ანდრიას ჯვარზე, გერბის ფარის ცენტრში, მოთავსებულია მცირე ფარი. მცირე ფარის ლაჟვარდის ველზე მოთავსებულია ოქროს ტელესკოპი, რომლის ზემოთ გამოსახულია შვიდი მნათობი. მესამე მნათობი წარმოადგენს ცხრასხივიან ოქროს მზეს და მეხუთე მნათობი — ცხრასხივიან ვერცხლის რკალს, რომელშიც ვერცხლის ნახევარმთვარეა გამოსახული; ორივე მნათობი ოდნავ დიდი ზომისაა.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭე.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ადიგენი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება