ადელ ნოიჰაუზერი
ადელ ნოიჰაუზერი (დ. 17 იანვარი, 1959, ათენი) — ავსტრიელი მსახიობი. კარიერა დაიწყო როგორც თეატრის მსახიობმა. მოგვიანებით მუშაობდა ტელევიზიასა და კინოში. არის ავსტრიის კინოაკადემიის წევრი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამისი ოჯახი საბერძნეთიდან ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, როცა ის ოთხი წლის იყო. გაიზარდა ვენაშივე. როცა დედამისმა დატოვა ოჯახი ადელის ნახევარძმასთან ერთად, ნოიჰაუზერი და მისი ძმა დარჩნენ თავიანთ ბერძენ მამასთან, გეორგთან. მოგვიანებით ძმამაც დატოვა ოჯახი, ის კი მარტო დარჩა მამამისთან.[1] ათი წლის ასაკში, მან გადაიჭრა ვენები, ხოლო ოცდაერთი წლის ასაკამდე მან რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა. ქმართან განშორების შემდეგ, ნოიჰაუზერი გადავიდა ვენაში. ჰყავდა ერთი შვილი, რომელიც სწავლობდა ჯაზ გიტარაზე დაკვრას გრაცში.[2]
ნოიჰაუზერის ბებია და პაპა წარმოშობით ქვემო ავსტრიის რეგიონიდან, ვალდფირტელიდან იყვნენ, პროფესიით აკადემიკოსი მხატვრები. მის ძმა, პიტერი გაჰყვა მის კვალს.
კარიერა
რედაქტირებანოიჰაუზერს 6 წლის ასაკიდან უნდოდა მსახიობობა. 1976–1978 წლებში სწავლობდა თეატრალურ სკოლა Schauspielschule Krauss-ში. დაახლ. ოცი წლის ასაკში[2] გერმანიაში გადავიდა და მუშაობდა მიუნხენის,[2] ესენის, რეგენსბურგის, მაინცის თეატრებში,[3] დროდადრო ვენაშიც.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Mein Vater 89 Jahre – und ein Weltenbummler!
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Adele Neuhauser. – Kommissarin an der Wand, interview about her role Tatort: Ausgelöscht. Frank Rauscher, Teleschau media service (May 29, 2011). ციტირების თარიღი: June 14, 2011.
- ↑ Geller, Juliane. Adele Neuhauser. prisma Verlags GmbH & Co. KG. ციტირების თარიღი: October 1, 2013.