ადგილის დედა (ასკილაური)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადგილის დედა (მრავალმნიშვნელოვანი).

ადგილის დედა — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ასკილაურის ჩრდილო-დასავლეთით, ექვსასიოდე მეტრზე ტყით დაფარულ მთაზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,25 x 3,42 მ.) ნაგებია სხვადასხვა ზომის სრულიად დამუშავებული ქვიშაქვით. წყობაში ალაგ-ალაგ, მოზრდილი, თხელი ქვებიცაა ჩართული, რომლებიც ბრტყელი პირით ფასადის მხარესაა მიქცეული. კედლების ზედაპირი გასწორებულია ბათქაშით. წყობა ძირითადად ქაოსურია. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია, კერძოდ, ჩამოქცეულია გადახურვა, არსებული კედლებიდან, ყველაზე ნაკლები დანაკარგებით, ჩრდილოეთ კედელია შემორჩენილი. სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი დანგრეულია, აღმოსავლეთით კედლის დარჩენილი ნაწილი კი მთელ სიმაღლეზეა გახეთქილი. ინტერიერში და კედლებზე ამოსულია ხეები. ერთადერთი შესასვლელი (შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლი) ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსალეთით აფსიდია, რომელიც დარბაზის კედლებიდან მოკლე მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდში გაჭრილია გარეთკენ შევიწროვებული სარკმელი, გადახურვა ჩამოშლილი აქვს. აფსიდის სამხრეთ გვერში მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშაა.

ლიტერატურა

რედაქტირება