ადაპტირებული ტექსტი
ადაპტირებული ტექსტი — ნაკლებმომზადებული მკითხველის დონის შესაბამისად გამარტივებული რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების ტექსტი. ადაპტირებული ტექსტით მეტწილად უცხოურ ენებს სწავლობენ; ადაპტირების დროს ტექსტს ამცირებენ, სინტაქსს ამარტივებენ, იშვიათად ხმარებულ სიტყვებსა და გამოთქმებს ან საყოველთაოდ ცნობილითა და გავრცელებულით ცვლიან ან განმარტავენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 85.