ადან დე ლა ალი
ადან დმ ლა ალი (ფრანგ. Adam de la Halle; დ. დაახლ. 1240, არასი — გ. დაახლ. 1286, ნეაპოლი) — ფრანგი ტრუვერი. თანამედროვეთათვის ცნობილი იყო „არასელი კუზიანის“ მეტსახელით. შუა საუკუნეების ქალაქის დემოკრატიული სულისკვეთების პოეტია, უამრავი ლექსისა და სიმღერის ავტორი. ჩვენამდე მოაღწია ადანის ორმა კომედიამ — „თამაში ფანჩატურში“ და „რობენისა და მარიონის თამაში“, რომლებიც შეიძლება კომედიური ოპერის შორეულ პროტოტიპებად ჩაითვალოს.
ადან დე ლა ალი | |
---|---|
ფრანგ. Adam de la Halle | |
დაბადების თარიღი | 1240[1] |
დაბადების ადგილი | არასი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 1288[1] [2] |
გარდაცვალების ადგილი | ნეაპოლი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, პოეტი და trouvere[3] [1] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[2] |
ჟანრი | poésie courtoise |
Magnum opus | Jeu du pelerin, Jeu de Robin et Marion, Jeu de la feuillee, La chanson du roi de Sicile, Les vers d'amour, Li ver de le mort, Latin song, Rondeaux, Jeux partis და Motets |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 83.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 13. — ISBN 978-2-221-06888-5
- ↑ Bibliothèque nationale de France Record #11950889p // BnF catalogue général — Paris: BnF.