ადამსის მეთოდი
ადამსის მეთოდი — ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლების რიცხვითი ინტეგრირების სხვაობითი მეთოდი, რომელიც საწყის წერტილებში ამონახსნის მიახლოებითი მნიშვნელობების გამოთვლის საშუალებას იძლევა. შეიმუშავა ინგლისელმა ასტრონომმა ჯონ კაუჩ ადამსმა 1855 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 83.