ადამიანი სავარძელი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ადამიანი სავარძელი (იაპონ. 人間椅子) — იაპონელი დეტექტივი ავტორის, ედოგავა რამპოს 1925 წლის მოთხრობა, რომელიც პირველად ჟურნალ კურაკუში (苦楽) გამოქვეყნდა.

იაპონელმა რეჟირსრომა - ტოშიუკი მიძუტანიმ - 1997 წელს მოთხრობაზე დაფუძნებით ფილმი გადაიღო,[1] ადაპტირდა მანგადაც, სადაც ასახულია მოთხრობის ერთგვარი დასასრული.[2]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მთავარი გმირი არის იოშიკო - ავტორი, რომლის მეუღლეც დიპლომატია. ყოველდღე დილით, ქმრის სამსახურში წასვლის შემდეგ, იგი იწყებდა სწავლას, ახალგაზრდა ავტორების მიერ გამოგზავნილი წერილების (ძირითადად კრიტიკული ხასიათის) თარგმნასა და ნაწარმოებებზე მუშაობას. ერთ დღესაც, ერთი წერილი, რომელზეც მისი ავტორის სახელი არ არის მითითებული, იოშიკოს ყურადღებას იქცევს. წერილი არის ერთგვარად დანაშაულის აღიარება - მის ავტორს, მისივე თქმით, არ ჰყავს ოჯახი და აცხადებს, რომ ის „აღუწერლად მახინჯია“. იგი პროფესიით სკამების შემკეთებელია, პატივს სცემს საკუთარ სამუშაოს და უყვარს თითოეული სკამი, რომელსაც იგი ქმნის. უფრო მეტიც, საკუთარი წარმოდგენით, მას არამატერიალური კავშირიც კი გააჩნია საკუთარი ქმნილებების მიმართ. ერთ დღეს, ახალი სასტუმროს ფოიეში შეკვეთილი მდიდრული სავარძლის დამზადების შემდეგ, იგი მიხვდა, რომ ეს მისი შედევრი და გამორჩეული ქმნილება იყო. მას იმდენად არ სურდა საკუთარ „მაგნუმ ოპუსთან“ განშორება, რომ განიზრახა მუდამ სავარძელთან ყოფნის მიზნით მისი ინტერიერი შეეცვალა - ამ მიზნით, მან მასში რამდენიმე დღის სამყოფი საჭმელი და წყალი ჩაალაგა. სავარძელზე მუშაობის დასრულების შემდეგ, როცა საკუთარ თანაშემწეს მისი გატანა დაავალა, იგი შიგნით ჩაჯდა. სავარძელი სასტუმროს ფოიეში გადაიტანეს. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელოსანს მსგავს მდგომარეობაში ყოფნა უწევდა, რა დროსაც არაერთ გამვცლელ-გამომვლელს გაეცნო - მან შეიცნო ის ადამიანები, რომლემბაც სწორედ მის სავარძელზე ჯდომა არჩიეს. ხშირ შემთხვევაში, ისინი მდიდარი წარმომავლობის სტუმრები არიან. ნელ-ნელა ის უკვე კარგად ცნობს იმ ადამიანებს, რომლებიც იქ რეგულარულად რჩებიან - მისი თქმით, მას შეუძლია ადამიანთა ამოცნობა სხეულის წონისა და ფორმის, აგრეთვე მათი სურნელის დახმარებით. იგი აღიარებს იმასაც, რომ მას არაერთი მის სავარძელზე დამჯდარი ქალი შეჰყვარებია. მეტიც, იგი საკუთარ სხეულსაც ახმარს სავარძლის შიგნიდან იმისთვის, რომ მისმა სიყვარულის ობიექტებმა კარგად და კომფორტულად იგრძნონ თავი, შედეგად, სავარძელი საკმაოდ კომფორტულად და ძვირფასეულად შეფასდა არაერთი ადამიანის მიერ. ამ ყველაფრის პარალელურად ხელოსანი ყოველ ღამით გამოდის გარეთ და ნამდვილ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა. ღამით, როცა ფოიე დაკეტილია და სტუმრებს სძინავთ, სავარძლიდან გადმოდის და სხვადასხვა ნომემერში დაბინავებული კლიენტების ქონებას იპარავს. წერილში ის ამტკიცებს, რომ მსგავსი ავანტიურისტული ქმედებით მან დიდი საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა, მისი „სავარძლისეული ოპერაციები“ კი რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე გაიწელა. სავარძელში რამდენიმეთვიანი ყოფნის შემდეგ მან გაიგო, რომ სასტუმროს გამგებლები მისი ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის შეცვლას გეგმავდნენ - ისინი მოითხოვდნენ, რომ მათი მისაღები გაცილებით უფრო ეკონომიური და შედარებით უფრო იაპონური სტილის ყოფილიყო, რათა უფრო ბევრი ადამიანისთვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი. საბოლოოდ, მათი ჩარევით, დივანი აუქციონზე გაიყიდა და იაპონელმა პოლიტიკურმა ჩინოვნიკმა შეისყიდა. წერილის ამ ნაწილში ხელოსანი აღიარებს, რომ მას ჩინოვნიკის მეუღლე შეუყვარდა - ქალი, რომელიც ლიტერატურის დიდი მოყვარულია და ხშირად კითხულობს საკუთარ სავარძელში მჯდომარე. შემოქმედს მის მიმართ ძლიერ ფამილიარული დამოკიდებულება გაუჩნდა. უფრო მეტიც, ხელოსანი მის ერთგვარ მესაიდუმლედაც იქცა, რამდენადაც პირველი სწორედ ის იგებდა ჩინოვნიკის მეუღლის ყველაზე პირადულ ამბებს. ამის შემდეგ, ხელოსანი ოსტატი დეტალურად იწყებს ქალბატონის, მისი მეუღლისა და მათი სამყოფელის აღწერას. შეშინებული იოშიკო ხვდება, რომ ქალი, რომელზეც ხელოსანი საუბრობს, დიდი ალბათობით თავადაა. წერილის ბოლოს შემოქმედი სთხოვს იოშიკოს, მისცეს მასთან შეხვედრის საშუალება და მოუწოდებს მას, რომ ღამით დატოვებული სანთლით ანიშნოს მომავალ შეხვედრაზე. შეშინებული იოშიკო სავარძლიდან ხტება და სახლის მეორე მხარეს გარბის. გარკვეული დროის შემდეგ მოახლე მას წერილს აწვდის, კვლავ ოსტატისგან გამოგზავნილს, ოღონდ,  ამჯერად იგი ხსნის, რომ წინა წერილი სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი ხელნაწერის ნიმუში, რომელიც აბსოლუტურად დაფუძნებული იყო საკუთარ წარმსახვაზე და იმის ცოდნაზე, რომ ქალბატონის ოჯახმა ცოტა ხნის წინ შეისყიდა მისი სავარძელი. შემდეგ იგი მოითხოვს პასუხს იოშიკოსგან, წერილის ბოლოს კი ამბობს, რომ ის აპირებს შექმნას ნაწარმოები, სახელწოდებით „ადამიანი სავარძელი“.

პერსონაჟები

რედაქტირება

ახალგაზრდა ავტორი, სახელად იოშიკო, რომელიც უკვე პატივცემული, დაფასებული და საკმაოდ განთქმული ავტორია იაპონურ ლიტერატურაში, ყოველდღიურად იღებს წერილებს დამწყები ავტორებისგან, რომლებიც ითხოვდნენ ნაწარმოებებზე კომენტარების გაკეთებას. ერთ დღეს იგი იღებს უცნაურ წერილს დივანის მწარმოებლისგან.

იოშიკოსადმი გაგზავნილი წერილის ავტორი, სკამებისა და ზემოხსენებული სავარძლის შემქმნელი. ის აცხადებს, რომ მახინჯია და არაა დარწმუნებული, რომ ფიზიკურადაც არაა დეფორმირებული. ის იყენებს იოშიკოსადმი მიწერილ წერილს, როგორც გამოსასყიდს, აღიაროს საკუთარი დანაშაული, თუმცა, მას შემდეგ, რაც წერილის ადრესატი იოშიკო აღმოჩნდება, იგი იტყვის, რომ მისი წერილი არაფერია, თუ არა მისივე ნაწარმოების მცირე მოთხრობის ნაწილი.

  1. Robinson, Chetanya. (30 October 2020) Horror manga master Junji Ito shows the perils of human connection in 'Venus in the Blind Spot'. ციტირების თარიღი: 7 August 2021