ადამიანის უფლებები მალაიზიაში
ადამიანის უფლებები მალაიზიაში — დაცული მალაიზიის კონსტიტუციით. მოიცავს პიროვნების თავისუფლებას (მუხლი 5) და მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვას (მუხლი 6). ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და ბოროტად გამოყენების პრევენციის მიზნით მოქმედი საკანონმდებლო ზომები გვხვდება აქტებსა და კანონებში იმ საკითხებზე, რომლებიც ან ადამიანის უფლებების კომპონენტს შეიცავს, ან ეხება საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს, რომელთა უფლებები შეიძლება დარღვეულ იქნას. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები, როგორც წესი, კრიტიკულად უყურებენ მალაიზიის მთავრობასა და მალაიზიის სამეფო პოლიციას. პრევენციული პატიმრობის შესახებ კანონები, როგორიცაა შინაგანი უსაფრთხოების აქტი და საგანგებო ვითარების (საზოგადოებრივი წესრიგი და დანაშაულის პრევენცია) 1969 წლის განკარგულება, იძლევა პატიმრობის შეფარდებას სასამართლოს გადაწყვეტილების და ბრალდების გარეშე, რაც შეშფოთებას იწვევს. [1]
ბავშვთა უფლებები
რედაქტირებამალაიზიელები მოქალაქეობას მშობლებისგან იღებენ. პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ მათი მშობლები დაქორწინდნენ, ან რომელთა მშობლები სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ, უარს ეუბნებიან მოქალაქეობაზე და ითვლებიან მოქალაქეობის არმქონე პირებად. ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ დაბადების მოწმობა, ვერ ივლიან საჯარო და კერძო სკოლებში. დაწყებითი განათლება სავალდებულოა, მაგრამ ეს მოთხოვნა არ სრულდება. ინცესტი და ბავშვების სექსუალური ექსპლოატაციის სხვა ფორმები ხშირია, ისევე როგორც გოგონების სასქესო ორგანოების დასახიჩრება. მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურება უკანონოა, აღსრულებას ართულებს ის ფაქტი, რომ შარიათის კანონი მენსტრუაციის მქონე გოგონებს მიიჩნევს მოზრდილებად. ბავშვ მეძავებს ხშირად განიხილავენ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც დამნაშავეებს. არალეგალი ემიგრანტების ბევრი ბავშვი ცხოვრობს ქუჩაში და მუშაობს მძიმე სამუშაოებზე, დანაშაულს ჩადის ან პროსტიტუციაში მონაწილეობს. მალაიზია არ არის ჩართული 1980 წლის ჰააგის კონვენციაში ბავშვთა გატაცების შესახებ.
ქალთა უფლებები
რედაქტირებამალაიზიამ 1995 წლის აგვისტოში დათქმებით დაადასტურა კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW). [2] გარკვეული დათქმები 2010 წელს მოიხსნა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეინარჩუნა. ნათქვამია, რომ ამოღებული მუხლები ეწინააღმდეგებოდა მალაიზიის ფედერალურ კონსტიტუციას და ისლამურ კანონს (შარიათს).
სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანთა უფლებები
რედაქტირებასპეციალური საჭიროების მქონე პირთა დისკრიმინაცია ლეგალურია, მაგრამ მთავრობა ხელს უწყობს ასეთი პირების მიღებას და დასაქმებას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამთავრობო შენობები შექმნილია სსმ პირების გათვალისწინებით, ძველი შენობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ითვალისწინებს ადაპტირებულ გარემოს. აქციზის დაბალი გადასახადი დაწესებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილ მანქანებსა და მოტოციკლებზე. ადამიანური რესურსების სამინისტროს ევალება სპეციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვა. სპეციალური საჭიროების მქონე პირთა შესახებ კანონი მიიღეს 2008 წელს, მაგრამ დამრღვევები არ ისჯებიან. 2009 წელს გაეროს მალაიზიის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის შემდეგ, მალაიზიამ მოახდინა სპეციალური საჭიროების მქონე პირთა კონვენცის რატიფიკაცია, თუმცა გარკვეული დათქმებით. [3]
ადამიანით ვაჭრობა
რედაქტირებაAmnesty International–ის თანახმად, მალაიზია „არის დანიშნულების ადგილი და, გარკვეულწილად, წყარო და სატრანზიტო ქვეყანა იმ ქალებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც ტრეფიკინგის მიზნით იმყოფებიან კომერციული სექსუალური ექსპლოატაციის ბაზარზე, ასევე, მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის რომლებიც ჩართულნი არიან იძულებით შრომაში . . . მალაიზიამ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სრულყოფილი კანონმდებლობა მიიღო 2007 წლის ივლისში.“ [4]
უმცირესობების ოფიციალური დევნა
რედაქტირებაისლამისტი სუპრემატისტი ბუმიპუტრას კანონები
რედაქტირებაისლამი მალაიზიის ერთადერთი ოფიციალური რელიგია. მალაიზიის კონსტიტუცია აცხადებს, რომ ისლამი მალაიზიელი ხალხის ერთადერთი რელიგია და რომ მალაიზიელები უნდა იყვნენ მუსლიმები. [5] ისლამიდან სხვა რელიგიაში მოქცევა კანონის საწინააღმდეგოა, მაგრამ არამუსლიმების ისლამზე მოქცევა აქტიურად ხორციელდება ინსტიტუციონალიზებული საშუალებებით და არამუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული კანონებით. მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში ისლამის მიღებას. [6] დისკრიმინაციული კანონი მოითხოვს, რომ ნებისმიერი არამუსლიმი, ვისაც სურს დაქორწინდეს მუსლიმზე, ჯერ უნდა მიიღოს ისლამი, თორემ ქორწინება უკანონოდ და ბათილად ითვლება. არამუსლიმურ ოჯახში ყოფნისას, თუ ერთმა მშობელმა გადაწყვიტა გახდეს მუსლიმი, შვილები (კანონიერი 18 წლამდე) შეიძლება იძულებით გამოცხადდნენ მუსლიმებად, თუნდაც ბავშვების ნების საწინააღმდეგოდ ან სხვა მშობლის თანხმობის გარეშე. [7] [8]
ინდუისტური ტაძრების განადგურება
რედაქტირება2006 წლის აპრილიდან მაისამდე ქვეყანაში ინდუისტების რამდენიმე ტაძარი დაანგრიეს, რასაც თან ახლდა ძალადობა ინდუსების წინააღმდეგ. [9] [10] ხელისუფლების საბაბი იყო, რომ ეს ტაძრები არალიცენზირებული იყო და სამთავრობო მიწაზე მდებარეობდა.
ლგბტ უფლებები
რედაქტირებასისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო დონის კრიმინალად განიხილება ჰომოსექსუალობა და გარყვნილება. [11] დაუშვებელია გეების გამოჩენა სახელმწიფო მედიაში [12] და ფილმებში, თუ ისინი არ „მოინანიებენ“ ან არ მოკვდებიან. [13]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Review of Malaysia by the United Nations Human Rights Council's Universal Periodic Review, 11 February 2009
- Home for Human Rights
- Censorship in Malaysia – IFEX
- case studies relating to human rights violations in Malaysia especially with regard to police abuse and custodial deaths დაარქივებული 2007-10-13 საიტზე Wayback Machine.
- Malaysia: Human rights undermined: Restrictive laws in a parliamentary democracy – Amnesty International
- 2011 Human Rights Report – US State Department
- International Religious Freedom Report for 2011: Malaysia – US State Department
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Country Profile: Malaysia. Federal Research Division (Library of Congress). ციტირების თარიღი: 24 August 2010.
- ↑ SUHAKAM report on UN CEDAW. SUHAKAM (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 28 October 2020.
- ↑ Bill on constitutional right of citizens to assemble. ციტირების თარიღი: 24 January 2013.
- ↑ Malaysia Human Rights. Amnesty International. ციტირების თარიღი: 24 January 2013.
- ↑ Sophie Lemiere, apostasy & Islamic Civil society in Malaysia, ISIM Review, Vol. 20, Autumn 2007, pp. 46-47
- ↑ Gill & Gopal, Understanding Indian Religious Practice in Malaysia, J Soc Sci, 25(1-2-3): 135-146 (2010)
- ↑ 2011 Report on International Religious Freedom - Malaysia U.S. State Department (2012)
- ↑ Perry Smith (2003), Speak No Evil: Apostasy, Blasphemy, and Heresy in Malaysian Syariah Law, UC Davis Journal Int'l Law & Pol'y, 10, pp. 357-399
- ↑ Temple row – a dab of sensibility please,malaysiakini.com
- ↑ Malaysia demolishes century-old Hindu temple. ციტირების თარიღი: 7 May 2015.
- ↑ Rethinking Malaysia's sodomy laws. The Nut Graph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 11 November 2012.
- ↑ Gays are not permitted to appear in the state media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2007. ციტირების თარიღი: 25 January 2013.
- ↑ Malaysia Gay Film Characters OK, If They Go Straight. ციტირების თარიღი: 25 January 2013.