ადამიანის უფლებები ალბანეთში

ალბანეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები უკავშირდება ოჯახში ძალადობას, წამებისა და პოლიციის სისასტიკეს, ციხეების ზოგად მდგომარეობას, ადამიანებით ვაჭრობას, სექსუალურ ტრეფიკინგს და ლგბტ უფლებების დარღვევას. [1]

ენვერ ხოჯას (1944-1985) დროს კომუნისტური ალბანეთი ითვლებოდა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ქვეყანად, მაგრამ 1992 წლიდან დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით რამდენიმე რეფორმა განხორციელდა ლიბერალიზაციის კუთხით. [2]

ადამიანებით ვაჭრობა

რედაქტირება

ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევები ალბანეთში ადამიანის უფლებების ერთ-ერთი დარღვევაა. კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა ადამიანებით ვაჭრობა, მსხვერპლთა უმეტესობა ქალები იყვნენ, რომლებიც იძულებით იყვნენ ჩაბმულები პროსტიტუციაში. [3]

ალბანეთი არის ქვეყანა, ვისი ხალხითაც ვაჭრობენ სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით (ძირითადად ქალები და ბავშვები). გარდა ამისა, ალბანეთი მოქმედებს როგორც სატრანზიტო ქვეყანა ადამიანებით ვაჭრობისთვის. ალბანეთის მთავრობამ გამოიჩინა გარკვეული ვალდებულება ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ სრულად არ იცავდა მინიმალურ სტანდარტებს ადამიანებით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად და ვერ შეიმუშავა მოწმეთა დაცვის ეფექტური ზომები. [1] [4]

ხელისუფლების მხრიდან წამება

რედაქტირება

1994 წლის დასაწყისიდან Amnesty International-მა მიიღო ცნობები ინციდენტების შესახებ, როდესაც ალბანეთის პოლიცია, სავარაუდოდ, არასათანადოდ ეპყრობოდა ადამიანებს დაკავების ან პატიმრობაში ყოფნის დროს და ზოგიერთი პატიმარი გარდაიცვალა კიდეც. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ხშირად აღენიშნებათ დაზიანებები (სისხლჩაქცევები, გატეხილი კბილები, ჭრილობები), რომელთაგან ზოგიერთს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. არასათანადო მოპყრობის ზოგიერთი შემთხვევა აღიარებულია წამებად. ამ დარღვევებიდან ბევრი მიმართული იყო სოციალისტური პარტიის (კომუნისტური პარტიის) წევრებისა თუ მხარდამჭერების წინააღმდეგ. ასევე მსხვერპლთა შორის არიან ჰომოსექსუალები, ბერძნული უმცირესობის წევრები და ყოფილი პოლიტპატიმრები. პოლიციის თანამშრომლების დევნა წამების ან არასათანადო მოპყრობის გამო, სავარაუდოდ, იშვიათია [5] .

გარდა ამისა, Amnesty International აღნიშნავს, რომ დაკავებულთა წამება და არასათანადო მოპყრობა ალბანეთში დღესაც ხშირია. [6]

ქალთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია

რედაქტირება

სოფლად მცხოვრები ქალების დაახლოებით 60% განიცდის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას და თითქმის 8% სექსუალურ ძალადობას. ამ შემთხვევაში მოსახლეობის დაცვა ხშირად არ ხდება. 2014 წელს ალბანეთის ჰელსინკის კომიტეტმა განაცხადა, რომ მსხვერპლი ქალების რიცხვი კვლავ მაღალი იყო. [7]

დისკრიმინაციისგან დაცვის კომისარმა შეშფოთება გამოთქვა ქალთა უფლებების შესახებ ოჯახის რეგისტრაციის კანონის გამო. შედეგად, ოჯახის უფროსებს, რომლებიც უმეტესწილად მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან, უფლება აქვთ შეცვალონ ოჯახის საცხოვრებელი ადგილი პარტნიორების ნებართვის გარეშე. [7]

ბავშვთა მიმართ ძალადობის

რედაქტირება

2015 წელს UNICEF-მა განაცხადა, რომ ბავშვების 77%-მა განიცადა ოჯახში ძალადობის რაიმე ფორმა. ასობით ბავშვი იძულებულია იმათხოვროს ან ჩაებას იძულებით შრომაში სახლში და მის ფარგლებს გარეთაც კი. [7]

შურისძიების შიში

რედაქტირება

შურისძიების შიშით სულ მცირე 70 ოჯახი იმყოფება ნებაყოფლობით პატიმრობაში [7] .

ადამიანის უფლებების დარღვევა ბერძენი უმცირესობის მიმართ

რედაქტირება

ალბანეთში ადამიანის უფლებებს არღვევს მთავრობა, რომელიც, უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, პოლიციისა და საიდუმლო სამსახურების დახმარებით დევნიან ბერძნულ უმცირესობას [8] . ბერძნული თემების სახლები დაინგრა სამხრეთ ალბანეთიდან ჩრდილოეთ ეპირუს ბერძნებზე სავარაუდო ეთნიკური თავდასხმების შედეგად [9] . ასევე, Amnesty International-ის ცნობით, დაფიქსირდა ხელისუფლების მხრიდან ბერძნული უმცირესობის წარმომადგენლების არასათანადო მოპყრობის შემთხვევები [5] [10]

2008 წელს მთავრობამ დაამონტაჟა რამდენიმე ახალი საგზაო ნიშანი ჰიმარას რეგიონში, ალბანურ და ინგლისურ ენებზე დაწერილი, მაგრამ არა ბერძნულზე. ჰიმარას ეთნიკურად ბერძენმა მერმა აბრების მოხსნის ბრძანება გასცა, მაგრამ მთავრობამ ის საჯარო ქონების განადგურებაში დაადანაშაულა. [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18]

აშშ-ს 2012 წლის წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ისეთი ძლიერი ნაციონალისტური ჯგუფების გაჩენამ, როგორიცაა წითელი და შავი ალიანსი, გაამძაფრა ეთნიკური დაძაბულობა ბერძნულ უმცირესობათა ჯგუფებთან დაკავშირებით. [14]

  1. 1.0 1.1 Countries. ციტირების თარიღი: 2019-06-19
  2. Fred., Abrahams (1996). Human rights in post-communist Albania. New York: Human Rights Watch. ISBN 1564321606. 
  3. „A modern slave's brutal odyssey“. BBC News. 3 November 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-03. ციტირების თარიღი: 2021-05-22.
  4. U.S Department of State. ციტირების თარიღი: 2021-05-22
  5. 5.0 5.1 ALBANIA: FAILURE TO END POLICE ILL-TREATMENT AND DEATHS IN CUSTODY. ციტირების თარიღი: 2021-05-22
  6. ALBANIA HUMAN RIGHTS. ციტირების თარიღი: 2021-05-22
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Human Rights in Albania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-14. ციტირების თარიღი: 2017-11-02
  8. Albania: The Greek Minority. ციტირების თარიღი: 2019-06-19
  9. Οι Αλβανοί αρπάζουν σπίτια από τους Βορειοηπειρώτες. ციტირების თარიღი: 2019-06-19
  10. Bureau of Democracy, Human Rights, and Labor. (2009-02-25) 2008 Country Reports on Human Rights Practices Report. ციტირების თარიღი: 2021-12-15
  11. 2009 Country Reports on Human Rights Practices Report: Albania (2010-03-10). ციტირების თარიღი: 2021-12-15
  12. 2010 Human Rights Report: Albania. ციტირების თარიღი: 2021-05-22
  13. 2011 Human Rights Report: Albania (2012-05-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2021-12-15
  14. 14.0 14.1 2012 Human Rights Report: Albania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2021-05-22
  15. 2013 Human Rights Report: Albania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2021-05-22
  16. 2014 Human Rights Report: Albania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2021-05-22
  17. 2015 Human Rights Report: Albania. ციტირების თარიღი: 2021-05-22
  18. Bureau of Democracy, Human Rights and Labor. 2016 Human Rights Report: Albania. ციტირების თარიღი: 2021-12-15