ადამიანის უფლებათა დღე (აზერბაიჯანი)
„ადამიანის უფლებათა დღე“ — ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ყოველწლიურად 18 ივნისს[1].
ადამიანის უფლებათა დღე | |
დაწესდა | აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ |
---|---|
აღნიშნავენ | 18 ივნისს |
თარიღი | 18 ივნისი, 2007 |
დაკავშირებულია | „ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებასთან |
„ადამიანის უფლებათა დღე აზერბაიჯანში“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოფიციალური სახალხო დღესასწაულების კალენდარში შედარებით ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. კერძოდ, 2007 წელს, მას შემდეგ, რაც 2007 წლის 18 ივნისს, დედაქალაქ ბაქოში აზერბაიჯანის მეოთხე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „ადამიანის უფლებათა დაცვის დღის დაწესების შესახებ“[2].
დოკუმენტი საზოგადოების დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებებისა და პიროვნების თავისუფლებების სფეროს მოიცავდა.
„ადამიანის უფლებათა დღე“ არ არის არასამუშაო დღე აზერბაიჯანში.