ადალათ აიდინ ოღლი მამედოვი (აზერ. Ədalət Aydın oğlu Məmmədov; დ. 3 აგვისტო, 1974, ბაქო — გ. 30 მარტი, 2003, იქვე) — აზერბაიჯანელი მძიმეწონოსანი მოკრივე (91 კგ-ზე მეტი), ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონი 1992 წელს, 1992 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, 1997 წლის გერმანიის ბუნდესლიგის გამარჯვებული.

ადალათ მამედოვი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 3 აგვისტო, 1974(1974-08-03)
დაბ. ადგილი ბაქო
გარდ. თარიღი 30 მარტი, 2003(2003-03-30) (28 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
სიმაღლე 181
ქვეყანა აზერბაიჯანი[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადალათ აიდინ ოღლუ მამედოვი დაიბადა 1974 წლის 3 აგვისტოს ბაქოში. კრივი მოზარდობის ასაკში უზბეკეთში დაიწყო. 1989 წელს გადავიდა ბაქოში, სადაც მამამ ადალათი შამილ ალიმზანოვის კრივის განყოფილებაში შეიყვანა. სწორედ ამ წელს იწყება ადალათ მამედოვის, როგორც მოკრივის კარიერა. მწვრთნელის თქმით, ადალათს ძლიერი ხასიათი ჰქონდა, რასაც ბრძოლაში ავლენდა და ყოველთვის იცავდა თავის პოზიციებს. ის ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი იყო, მისი სიმაღლე იყო 181 სანტიმეტრი, ხოლო წონა – 125 კგ. პროფესიონალური კარიერის დაწყებიდან მალევე ადალათ მამედოვი გახდა სსრკ-ს ჩემპიონი ახალგაზრდებში, სსრკ თასის მფლობელი და აზერბაიჯანის მრავალგზის ჩემპიონი.[2].

1992 წელს ედინბურგში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ადალათ მამედოვმა ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.[3] მონრეალის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა[2].

1993 წელს ფინეთის ქალაქ ტამპერეში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა, სადაც მეოთხედფინალამდე მიაღწია, დამარცხდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან.[4]

1996 წელს ადალათ მამედოვმა წარმოადგინა აზერბაიჯანი ატლანტას ოლიმპიურ თამაშებზე. პირველი ორი ბრძოლის მოგებით, მამედოვი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მსაჯის შეცდომის გამო დამარცხდა ნიგერიელ სპორტსმენთან და მეხუთე ადგილი დაიკავა[2]. იმავე წელს ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალშიც გავიდა, სადაც ვლადიმერ კლიჩკოსთან დამარცხდა[5].

ოლიმპიადის შემდეგ მამედოვი გერმანიაში წავიდა და ბუნდესლიგაში ასპარეზობდა, სადაც ერთ წელიწადში 10-ვე ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. ეს მამედოვის ბოლო ტურნირი იყო. ამის შემდეგ მან სპორტული კარიერა დაასრულა.[2]. კარიერა ახალგზარდა ასაკში, 1997 წელს დაასრულა.

2003 წლის ზამთარში ადალათ მამედოვი დაქორწინდა. ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ, 2003 წლის 29-30 მარტის ღამეს, მამედოვი გარდაიცვალა გულის უკმარისობით, მშობლიურ ქალაქ ბაქოში.[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება