ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ადაგდაკის მთა (ინგლ. Mount Adagdak) — პლეისტოცენის დროის სტრატოვულკანი აშშ-ში, ალასკაში. მდებარეობს ალეუტის კუნძულებზე, ადაკის კუნძულის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, ანკორიჯიდან 1900 კმ-ში, ადაგდაკის კონცხის სამხრეთით 1,4 კმ-ში.[1]

ადაგდაკის მთა
Mount Adagdak
კოორდინატები: 51°59′16″ ჩ. გ. 176°35′30″ ა. გ. / 51.98778° ჩ. გ. 176.59167° ა. გ. / 51.98778; 176.59167
ქვეყანა აშშ
სიმაღლე 610 
მთის მასივი ალეუტის ქედი
ასაკი პლეისტოცენი
ადაგდაკის მთა — ჩრდილოეთი ამერიკა
ადაგდაკის მთა

ვულკანი შედგება სამი სახის ქანისგან. სამივე მათგანი სხვადასხვა პერიოდებში იყვნენ აქტიურები. ქანებს შორის ყველაზე ახალგაზრდა დაახლოებით 205 000 - 215 000 წლის წინ წარმოიშვა.[2]

  1. Adagdak - Introduction. ციტირების თარიღი: 2018-06-08
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადაგდაკის_მთა“-დან