აგურსაკეთებელი წნეხი
აგურსაკეთებელი წნეხი — თიხის ან სილიკატური აგურის საყალიბებელი მანქანა. განასხვავებენ ლენტურ და საშტამპავ აგურსაკეთებელ წნეხს. ლენტურ აგურსაკეთებელ წნეხში თიხის პლასტიკური მასა უწყვეტად გამოიწნეხება ძელის სახით და სპეციალური მოწყობილობით აგურებად იჭრება. საშტამპავი აგურსაკეთებელი წნეხი ცალკეულ აგურებს აყალიბებს როგორც თიხის, ისე სილიკატური ნახევრად მშრალი მასის დაწნეხვით. ცნობილია ა. მელიას კონსტრუქციის მბრუნავბერკეტიანი საშტამპავი აგურსაკეთებელი წნეხი (სახელმწიფო პრემია, 1949), რომლის მწარმოებლურობა 8 ათასი ცალი აგური იყო საათში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 77.