აგუას-კალიენტესი (პერუ)

აგუას-კალიენტესი (ესპ. Aguas Calientes ცხელი წყალი ან ცხელი წყაროები), ზოგჯერ მოხსენიებული როგორც მაჩუ-პიქჩუ ქალაქი — ქალაქი პერუში, მდინარე ურუბამბაზე. იგი ისტორიულ ძეგლ მაჩუ-პიქჩუმდე მისასვლელი უახლოესი წერტილია, მდებარეობს მისგან მხოლოდ 6 კილომეტრში, 1,5 სთ ფეხით სავალ მანძილზე. ტურისტებისთვის გახსნილია მრავალი სასტუმრო და რესტორანი, ისევე როგორც ბუნებრივი ცხელი აბანოები, საიდანაც მომდინარეობს ქალაქის სახელი. რამდენიმე წლის წინ მომხდარმა წყალდიდობამ აბანოები გაანადგურა, თუმცა კვლავ აღადგინეს.

ქალაქი
აგუას-კალიენტესი
Aguas Calientes

იმპერატორ პაჩაკუტის ძეგლი
გერბი

ქვეყანა პერუს დროშა პერუ
რეგიონი კუსკო
კოორდინატები 13°09′17″ ს. გ. 72°31′31″ დ. გ. / 13.15472° ს. გ. 72.52528° დ. გ. / -13.15472; -72.52528
დაარსდა 1901
ცენტრის სიმაღლე 2 040
მოსახლეობა 1 600 კაცი
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
საფოსტო ინდექსი 08681
ოფიციალური საიტი http://www.aguas-calientes.com/english/
აგუას-კალიენტესი (პერუ) — პერუ
აგუას-კალიენტესი (პერუ)
აგუას-კალიენტესი და მდინარე ურუბამბა

ამ ტერიტორიაზე 1901 წელს რამდენიმე ფერმერი დასახლდა. 1920-იან წლებში, რკინიგზის მშენებლობისას, მოკრძალებული დასახლება თანდათან გადატვირთულ რკინიგზის მუშათა ბანაკად იქცა.[1]

ტრანსპორტი

რედაქტირება

აგუას-კალიენტესში პერუს რკინიგზის კუსკოდან მომავალი ხაზის ტერმინალი ფუნქციონირებს. იგი კუსკოდან და ოლიანტაიტამბოდან მაჩუ-პიქჩუს სანახავად მომდინარე ტურისტებსა თუ ადგილობრივებს ემსახურება. პაჩაკუტის გამზირი ქალაქის ძირითადი და ერთადერთი გასასვლელია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: