აგროქიმიური სამსახური
აგროქიმიური სამსახური — სოფლის მეურნეობის აგროქიმიური მომსახურების ორგანიზაცია. აგროქიმიური სამსახურის ამოცანაა მინერალური სასქუებისა და სხვა ქიმიური საშუალებების ეფექტიანი გამოყენების მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება, ნიადაგის აგროქიმიური კარტოგრამების შედგენა, მინერალურ სასუქებზე მეურნეობის მოთხოვნილების დადგენა; ნიადაგის, სასუქისა და საკვების ხარისხის ანალიზი, მეურნეობაში სასუქების გამოყენებაზე კონტროლი, აგროქიმიური ცოდნის პროპაგანდა.
სსრკ-ში აგროქიმიურ სამსახურს საფუძველი ჩაეყარა 1931 წელს მტს-ებთან არსებული აგროქიმიური ლაბორატორიების სახით. 1958 წელს მტს-ების რეორგანიზაციის შემდეგ აგროქიმიურ სამსახურს ეწევიან სოფლის მეურნეობის რაიონულ ინსპექციებთან არსებული აგროქიმიური ლაბორატორიები. 1964 წელს სსრკ-ში შეიქმნა ერთიანი აგროქიმიური სამსახური, რომელშიც შედის ზონალური აგროქიმიური ლაბორატორიები. 1970 წელს თბილისში დაარსდა სსრკ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროქიმიური სამსახურის ცენტრალური ინსტიტუტის თბილისის ფილიალი, რომელიც მომსახურებას უწევდა ამიერკავკასიის რესპუბლიკებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 75.