აგროტურიზმი, იგივე სასოფლო ტურიზმი — ტურიზმის სახეობა. აგროტურიზმი გულისხმობს მოგზაურობასა და დასვენებას სოფლებში. აგროტურიზმი ევროპაში მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდა. 1971 წელს საფრანგეთში დაფუძნდა ასოციაცია – „ტურიზმი სოფლად“. ევროპის აგროტურიზმის ფედერაციის (EuroGites) მონაცემებით, ევროპის 27 სახელმწიფოში განთავსებულია 100 000-ზე მეტი ტურისტული ობიექტი. აგროტურიზმის ერთ-ერთი სახეობაა ღვინის ტურიზმი. ღვინის ტურიზმი გულისხმობს ვენახების მონახულებას, ყურძნის კრეფას, ღვინის დეგუსტაციასა და მის შეძენას, რაც ღვინის ფესტივალების ჩატარებას მოიცავს.

კოტეჯი ლიეტუვაში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება