აგრაფიოტისი
აგრაფიოტისი (ბერძნ. Potamos Agrafiotis) — მდინარე დასავლეთ საბერძნეთში. მდინარე აქელოოსის მარცხენა შენაკადი. განეკუთვნება იონიის ზღვის აუზსს. გაედინება ცენტრალურ საბერძნეთში, ევრიტანიის ნომის ტერიტორიაზე. სათავე აქვს პინდის მთებში. სიგრძე 58 კმ. მდინარეზე გაშენებულია ქალაქი აგრაფი. აქედან მოდის მდინარის სახელწოდებაც.
აგრაფიოტისი | |
---|---|
1659 წელს აშენებული ხიდი მდინარე აგრაფიოტისზე | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
სათავე | პინდის მთები |
სიგრძე | 58 კმ |
აგრაფიოტისი ვიკისაწყობში |
1969 წელს მდინარე აქელოოსზე აშენებული კაშხლის შედეგად წარმოიქმნა წყალსაცავი კრემასტა, რომელსაც ერთვის საბოლოოდ მდინარე აგრაფიოტისი. ხეობა შემოსილია ტყითა და მდელოებით. აგრაფიოტისზე აგებულია ქვის ხიდები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Agrafiotis on GTP Travel Pages (in English and Greek)