აგრაფინა ფონ ზარნეკაუ

(გადამისამართდა გვერდიდან აგრაფინა ჯაფარიძე)

აგრაფინა ჯაფარიძე, გრაფინია ფონ ზარნეკაუ (ინგლ. Agrippina, Countess von Zarnekau; დ. 6 ნოემბერი [ძვ. სტ. 25 ოქტომბერი], 1855 — გ. 18 ოქტომბერი, 1926) — XIX-XX საუკუნეების ქართველი არისტოკრატი და მეცენატი. კონსტანტინე ოლდენბურგის მორგანატული მეუღლე.

გრაფინია ფონ ზარნეკაუ

ბიოგრაფია

რედაქტირება

აგრაფინა დაიბადა რაჭაში, ქართველი აზნაურის კონსტანტინე და მელანო ჯაფარიძეების ოჯახში. 5 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა. დედამისი მელანო გადასახლდა ქუთაისში და მეორედ გათხოვდა. აგრაფინამ განათლება მიიღო წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში (ამჟამად მესამე სკოლა), სადაც მისი თანაკლასელი იყო ნიკო ნიკოლაძის და ოლიმპია.

1876 წელს ცოლად გაჰყვა ქართველ თავადს ტარიელ დადიანს, რომლის ცოლი სოფიაც მშობიარობას გადაჰყვა. არ არის ცნობილი ჰყავდა თუ არა აგრაფინას საკუთარი შვილები ტარიელ დადიანთან, თუმცა ცნობილია, რომ მათი ქორწინება წარუმატებელი გამოდგა.

მეორედ გათხოვდა კონსტანტინე ოლდენბურგზე, რომელსაც გაუჩინა 6 შვილი. 1882 წელს მიიღო გრაფინია ზარნეკაუს ტიტული. გარდაიცვალა 1926 წელს ქუთაისში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება