აგრარული კანონმდებლობა
აგრარული კანონმდებლობა — საადგილმამულო ურთიერთობათა, სახელდობრ, მიწის საკუთრების, მიწით სარგებლობის თუ საერთოდ მიწათმოწყობის საკითხების მომწესრიგებელი კანონები. აგრარულ კანონმდებლობას მიეკუთვნება სხვადასხვა ისტორიულ ხანაში გამოცემული მიწის კანონები. მაგ., გრაკქუსების კანონები ძველ რომში, ინგლისისა და საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის მიწის კანონები და სხვა. ბურჟუაზიული სახელმწიფოს აგრარული კანონმდებლობის მოქმედების სფეროში, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ ურთიერთობების გარდა, შედის სასოფლო-სამეურნეო წარმოების სხვა ურთიერთობებიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 61-62.