აგოსტინა სეგატორი ტამბურინის კაფეში

აგოსტინა სეგატორი ტამბურინის კაფეშინიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული 1887 წელს, ზეთის საღებავებით, ტილოზე. აგოსტინა სეგატორი პარიზში მდებარე ტამბურინის კაფის მფლობელი იყო. კაფე პარიზელი ხელოვანი ხალხის თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა, ადგილი სადაც ისინი ეცნობოდნენ ერთმანეთის შემოქმდებას. ვან გოგს ძირითად შემთხვევბში არ შეეძლო კაფეში საჭმლის ყიდვა უფულობის გამო, ამიტომ ის ნახატებით იხდიდა. შემდეგ სწორედ ამ ნახატებით მოირთო რესტორანი. ვინსენტმა კაფეში გამოფინა მისი იაპონური გრავიურების კოლექციაც. ეს ვინსენტისა და აგოსტინას ახლო ურთიერთობის ხარჯზე ხდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვინსენტი გაკოტრდა და კრედიტორების მიერ მისი ნახატების კონფისკაცია მოხდა, კაფემ მოწყენილი იერსახე მიიღო.

აგოსტინა სეგატორი ტამბურინის კაფეში
In het café: Agostina Segatori in Le tambourin
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1887
კატალოგი F370[1] და JH1208[1]
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 55.5
სიგანე 46.5
ქალაქი ამსტერდამი ნიდერლანდები
მუზეუმი ვან გოგის მუზეუმი

ვან გოგი პარიზში

რედაქტირება

1886 წელს ვან გოგმა ნიდერლანდები დატოვა და ძმასთან, თეო ვან გოგთან ერთან პარიზში სამუდამოდ საცხოვრებლად გაეგზავნა. ის პარიზში შევიდა როგორც მორცხვი, მოღუშული, ამოუცნობი პიროვნება, რომლის ხასიათიც პერსონალური და რთულად შესაცვლელი იყო, ერთმა კრიტიკოსმა მას „მარტოხელა ჩიტიც“ კი უწოდა. მალევე ის უახლოვდება პარიზელ ხელოვანთა საზოგადოებას და გარკვეულწილად პოპულარობასაც იხვეჭს. ამ პერიოდში ვინსენტი ახალი სტილის შემოშავებას იწყებს, ხმარობს ახალ, განსხვავებულ ფერებს და სწავლობ მხატვრების სამხატვრო ტექნიკებს. სწორედ ამ ახალი სტილის ნიმუშია აგოსტინა სეგატორი ტამბურინის კაფეში[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 http://www.vangoghmuseum.nl/nl/collectie/s0017V1962
  2. Wallace, R (1969). რედ. Editors of Time-Life Books: The World of Van Gogh (1853-1890). Alexandria, VA, USA: Time-Life Books, გვ. 40, 69.