ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აგნეს რობერტსონ მურჰედი (ინგლ. Agnes Robertson Moorehead; დ. 6 დეკემბერი, 1900 — გ. 30 აპრილი, 1974) — ამერიკელი მსახიობი, რომლის 41 წლიანი კარიერა მოიცავს მუშაობას რადიოში, სცენაზე, კინოსა და ტელევიზიაში.[1] ცნობილია ენდორას შესრულებული როლით, ფანტაზიურ ტელესერიალში, „მოჯადოებული“. გარდა ამისა, აღსანიშნავია მისი სხვა როლებიც, ფილმებში: „მოქალაქე ქეინი“, „მბრწყინვალე ემბერსონები“, „ბნელი პასაჟი“, „ყველაფერი, რაც ზეცას სურს“, „მოცურავე თეატრი“ და „სიჩუმე...სიჩუმე. ტკბილი შარლოტი“.

აგნეს მურჰედი

მურჰედი 1960-იან წლებში
დაბადების სახელი აგნეს რობერტსონ მურჰედი
დაბადების თარიღი 6 დეკემბერი, 1900
მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 30 აპრილი, 1974 (73 წლის)
მინესოტა, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1933–1974
მეუღლე(ები) ჯონ გრიფიტ ლი (იქ. 1930–52)
რობერტ ჯისტი (იქ. 1954–58)

მურჰედს იშვიათად უთამაშია წამყვანი როლები, თუმცა მისმა შესრულებულმა როლებმა მას ერთი პრაიმტაიმ ემი ჯილდო და ორი ოქროს გლობუსი მოაგებინა. ასევე ნომინირდა ოთხ ოსკარზე და ექვს ემი ჯილდოზე. იყო ოსკარის ცერემონიის პირველი ქალი წამყვანი. ტელევიზიაში, დრამებსა და კომედიებში მისმა როლებმა დადებითი შეფასებები მიიღო. შეეძლო ბევრი ტიპის პერსონაჟის როლის მორგება, თუმცა ძირითადად ჰქონდა ამპარტავანი პერსონაჟების როლები.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ცნობილი ამერიკელი მსახიობი აგნეს მურჰედი დაიბადა 1900 წლის 6 დეკემბერს,[2] კლინტონში, მასაჩუსეტსში, აშშ-ში. იყო მომღერლის მერი (1883-1990) და ჯონ ჰენდერსონ მურჰედის (1869-1938) ქალიშვილი. დედამისი აგნესის დაბადების დროს 17 წლის იყო. ეთნიკური წარმომავლობით იყო ინგლისელი, ირლანდიელი, შოტლანდიელი და ვალიელი. სამსახიობო როლების შესასრულებლად, აგნესი ირწმუნებოდა რომ იგი 1906 წელს დაიბადა. ერთხელ მან გაიხსენა რომ საჯარო სივრცეში პირველად 3 წლის ასაკში გამოჩნდა, როდესაც მამამისის ეკლესიაში უფლის ლოცვა წაიკითხა. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა მისურის შტატში, ხოლო აგნესის ამბიცია სამსახიობო კარიერისადმი უფრო გაძლიერდა. დედა ხშირად უსმევდა მას კითხვას, „ვინ ხარ დღეს, აგნეს?“.

ახალგაზრდობაში, გაწევრიანდა „ქ. ლუისის მუნიციპალურ ოპერის კომპანიის“ გუნდში. გარდა მისი ინტერესისა მსახიობობისადმი, იგი ასევე დაინტერესებული იყო რელიგიით. ერთხელ ამერიკელმა მსახიობმა დიკ სარჯენმა გადასაღებ მოედანზე აგნესი გაიხსენა: „ერთ ხელში ბიბლია და მეორეში სცენარი“.

მურჰედი ყოველთვის ამბობდა რომ მან ქალაქ ლუისის, ცენტრალური საშუალო სკოლა დაამთავრა 1918 წელს. მან 1923 წელს, „Musikngum College“-ის ბაკალავრი მოიპოვა, ბიოლოგიაში. სადაც იგი ასევე მონაწილეობას იღებდა კოლეჯის თეატრალურ დადგმებში. 1947 წელს ამავე კოლეჯიდან მიიღო საპატიო დოქტორის ხარისხი ლიტერატურაში.[3] როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა რიდსბურგში, აგნესი 5 წლის განმავლობაში ასწავლიდა საჯარო სკოლაში, ამ დროს იგი ინგლისურსა და საჯარო გამოსვლებს მაგისტრატურაზე სწავლობდა. მან შემდეგ სწავლა განაგრძო, „დრამატული ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში“, რომელიც 1929 წელს წარჩინებით დაამთავრა. მას ასევე აქვს „ბრედლის უნივერსიტეტის“ საპატიო დოქტორის ხარისხი.[4]

ადრეული კარიერა

რედაქტირება

აგნესის ადრეული კარიერა არამდგრადი იყო. მიუხედავად იმისა რომ მას ყოველთვის შეეძლო თეატრში მუშაობა, იგი ხშირად იყო დაუსაქმებელი. მან ერთხელ გაიხსენა, რომ ოთხი დღე უჭმელად გაატარა, და თქვა რომ ამან მას „დოლარის ფასი“ ასწავლა. მოგვიანებით აგნესმა მუშაობა დაიწყო და მალევე გახდა მოთხოვნადი, ხშირად რამდენიმე პროგრამაზე ერთდროულად მუშაობდა. მას სჯეროდა, რომ ეს მას შესანიშნავ ტრენინგს სთავაზობდა და საშუალებას აძლევდა მას ხმა განევითარებინა, სხვადასხვა სახის პერსონაჟის შესაქმნელად. ერთხელ, მურჰედი ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ჰელენ ჰეიზს შეხვდა, რომელმაც მას ფილმებში წასვლისკენ მოუწოდა. თუმცა აგნესის პირველი ცდები მარცხით დამთავრდა. შემდეგ კი ისევ რადიოში დაბრუნდა.

 
მურჰედი 1959 წელს

1940-იან წლებში მსახიობმა კონტრაქტი გააფორმა ამერიკული ფილმების სტუდიო, „Metro-Goldwyn-Mayer“-თან. რომელიც მას კვირაში 6000 აშშ დოლარს უხდიდა და მას საშუალებას აძლევდა პარალელურად რადიოშიც ემუშავა, რაც უჩვეულო იყო. მურჰედმა მოგვიანებით განმარტა: „MGM ჩვეულებრივ თავის მსახიობებს რადიოში მუშაობის უფლებას არ აძლევდა, რადგან მსახიობებს არ ჰქონდათ ცოდნა, ან გემოვნება, რომ სწორი სახის შოუში მიეღოთ მონაწილეობა“.

კარიერის განმავლობაში, აგნესი ხშირად ასრულებდა მესაკუთრე დედების და კომიკური მდივნების როლებს. 1944 წლის ამერიკულ ეპიკურ-დრამაში, „მას შემდეგ რაც შენ წახვედი“ და 1947 წლის კრიმინალურ დრამაში, „შავი პასაჟში“, აგნესმა მეორეხარისხოვანი როლები ითამაშა. სადაც მასთან ერთად მონაწილეობას იღებდა ჰამფრი ბოგარტი და ლორენ ბეკოლი. მან მოგვიანებით ეგი მაკდონალდის როლი ითამაშა 1948 წლის ამერიკულ დრამაში, „ჯონი ბელინდა“. მან რომანტიკულ მიუზიკლში, „მოცურავე თეატრში“ ფერთი ჰოკის როლი მოირგო. იგი ასევე თამაშობდა ბროდვეის თეატრში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Obituary Variety, May 8, 1974, page 286.
  2. „Agnes Moorehead | American actress“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-21.
  3. Rathbun, Joe, ed. (May 31, 1947). „Muskingum to Honor Actress“. The Time Recorder. 63 (130). Zanesville, Ohio: W. O. Littick. p. 2 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  4. Callais, Krystle. Carbondale-Murphysboro airport one of the busiest in Illinois en. ციტირების თარიღი: 2020-04-26
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აგნეს_მურჰედი“-დან