აგიტფილმი
აგიტფილმი — მოკლემეტრაჟიანი ფილმი-პლაკატი, მახვილი პუბლიცისტური ხასიათის კინონაწარმოები.
სსრკ-ში გაჩნდა სამოქალაქო ომისა და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პერიოდში. აგიტფილმებში აისახა ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი მომენტები. 1918-1921 წლებში გამოვიდა 80 აგიტფილმი. აღსანიშნავია: „შემჭიდროვება“ (1918, რეჟისორები ა. პანტელეევი, დ. პაშკოვსკი, ა. დოლინოვი), „წითელ ფრონტზე“ (1920, რეჟისორი ლ. კულეშოვი), „ნამგალი და ურო“ (1921, რეჟისორი ვ. გარდინი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 58.