აგის ბურიატთა ავტონომიური ოკრუგი
(გადამისამართდა გვერდიდან აგის ბურიატთა ნაციონალური ოკრუგი)
აგის ბურიატთა ავტონომიური ოკრუგი (რუს. Агинский Бурятский автономный округ; შემოკლებით — აბაო) — რსფსრ-სა და რუსეთის ფედერაციის ყოფილი სუბიექტი.
2008 წლის 1 მარტს ჩიტის ოლქთან ერთად გაერთიანდა რუსეთის ფედერაციის ახალ სუბიექტ — იმიერბაიკალის მხარეში. ყოფილი ავტონომიური ოკრუგის ტერიტორია გადაკეთდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად განსაკუთრებული სტატუსით — აგის ბურიატთა ოკრუგი იმიერბაიკალის მხარის შემადგენლობაში.
საოკრუგო ცენტრად ითვლება დაბა აგინსკოე.
ფართობი — 19 592 კმ². მოსახლეობა (2008) შეადგენდა 76 383 კაცს.
აბაო-ს ადმინისტრაციის უკანასკნელი ხელმძღვანელი — ბაირ ბაიასხალანოვიჩ ჟამსუევი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 56.