აგილ ალირზა ალიევი (აზერ. Aqil Əlirza oğlu Əliyev; დ 10 დეკემბერი, 1926, ნახიჩევანი — გ. 7 მარტი, 2006, ბაქო) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი მეცნიერ-ეკონომისტი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის უმცროსი ძმა.

აგილ ალიევი
აზერ. Aqil Əlirza oğlu Əliyev
დაბ. თარიღი 10 დეკემბერი, 1926(1926-12-10)
დაბ. ადგილი ნახიჩევანი
გარდ. თარიღი 7 მარტი, 2006(2006-03-07) (79 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
საქმიანობა მეცნიერი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები დიდების ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და Badge "Excellence in Healthcare of the USSR"

დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი 1951 წელს. თავიდან აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში სამეცნიერო მუშაკი იყო, შემდგომ აზერბიაჯანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1953 წლიდან აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელა მუშაობა.

1973 წელს სამედიცინო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის საფუძვლების კათედრის გამგის თანამდებობა დაიკავა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება იყო აზერბაიჯანის სოციალ-ეკონომიკური განვითარებაში რეფორმების როლი, ასევე მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისათვის საჭირო აქტუალური პრობლემების შესწავლა. აგილ ალიევი 130-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთაგანაც 16 საზღვარგარეთ არის გამოქვეყნებული.[1] აგილ ალიევი იყო საერთაშორისო ეკო-ენერგეტიკული აკადემიის ნამდვილი წევრი. გარდაიცვალა ბაქოში 2006 წლის 7 მარტს . დასაფლავებულია ღვაწლმოსილ მოღვაწეთა ხეივანში.[2]

ჯილდო რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Agil Alirza oglu Aliyev. AZERBAIJAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-09.
  2. Buried in the Honorary Cemetery. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-18. ციტირების თარიღი: 2009-07-03.